ფარულ ჩანაწერში პატიმარი სერგო თეთრაძის წამების დეტალებს ყვება

ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ "მაესტროსთვის" მიწოდებულ ფარულ ჩანაწერში, პატიმარი "გიორგი" სამხედრო პოლიციის იმდროინდელ მაღალჩინოსანს ზვიად ჩიკვაიძეს, სერგო თეთრაძისა და სხვა პატიმრების წამების დეტალებს უყვება.

 

გთავაზობთ ჩანაწერის იმ ნაწილის მონაკვეთს, რომელიც გასაჯაროვდა. ჩანაწერი სავარაუდოდ, 2012 წლის ნოემბერში არის გაკეთებული. აუდიოჩანაწერში პატიმარ "გიორგისთან" მაღალჩინოსანი რამდენჯერმე ახსენებს მინისტრ ირაკლის. სერგო თეთრაძის ადვოკატს გაუჩნდა ეჭვი, თუ რატომ იმყოფებოდა სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი ციხეში, როდესაც საქმეს პროკურატურა იძიებდა.

 

2012-2014 წლებში ჩიკვაიძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. ჩიკვაიძეს პატიმარი უყვება, თუ როგორ აწამებდნენ პატიმარ სერგო თეთრაძეს, პატიმარი ასახელებს 3 ადამიანს, მათ შორის გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაიძეს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვიქტორ ყაჭეიშვილს, ორივე მათგანს ბრალი აქვთ წაყენებული. მესამე პირის ვინაობა არ სახელდება.

 

მაღალჩინოსანი: ირაკლიმ გამომაგზავნა, მე მინდა უბრალოდ ოპერატიულ ინფორმაციას ვკრეფ,...

 

პატიმარი : 11 საათი ხდებოდა, აი როგორი ბღავილი მესმის იცით ბატონო ზურა? წარმოიდგინეთ რომ უნარკოზოდ ხელს რომ აჭრიან, ან ფეხს... ვნახე ასეთი პირი, შავმასკიანები როგორ აწამებდნენ შიშველ ვიღაც ჭაღარათმიან კაცს. ზუსტად 5 წუთში ატყდა ერთი ამბავი, გაქცევა-გამოქცევა... ვხედავ ქვევიდან “ბასტი”-ს, ეს არის ციხის თანამშრომელი ფარულავა. უცებ მორბის ექიმებთან ერთად, ამ დროს გამოდიან მუხაძე და ვიქტორა ყაჭეიშვილი კარანტინიდან...

 

მაღალჩინოსანი: ანუ იმ ოთახიდან?

 

პატიმარი: მუხაძე კაბინეტში შევიდა, მესამე ვიღაც პიჯაკში ტიპი რაა...ჩვენ როგორც დავაფიქსირეთ დეპარტამენტიდან უნდა ყოფილიყო. ამ ”ბასტიმ” და სამმა თანამშრომელმა "რბ" -ზე გადაასვენეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, მოდის ერთ-ერთი ოფიცერი, იძახის ხმამაღლა ასეთ სიტყვებს: ვერ მოვასწარით, დაიბრიდა!

 

მაღალჩინოსანი: სხვა ვინმე პირები ხომ არ შეგიმჩნევიათ? რომელიც არ იყო დაკავშირებული სასჯელაღსრულებასთან?

 

პატიმარი: ეს პიჯაკიანი.

 

მაღალჩინოსანი: აღწერილობა ხომ არ გახსოვთ?

 

პატიმარი: დაბალი.

 

მაღალჩინოსანი: ბაჩო ან ქარდავა ხომ არ იყო?

 

პატიმარი: არა.

 

ცნობისათვის, ჯაშუშობაში დადანაშაულებული სერგო თეთრაძე გლდანის მერვე დაწესებულებაში 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. 57 წლის პოლკოვნიკის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სხვადასხვა მაღალჩინოსნები არიან ბრალდებული, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.

 

 

 

 

 

დავით გულედანი ipress.ge

 

 

 

 

 

3-03-2015, 00:28    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი