ბოდოკია ალაპარაკებას გეგმავს - ნარმანია, მარგიშვილი... ვინ გადაყვება კორუფციულ სკანდალს?

კორუფციული ბრალდებით დაპატიმრებულმა ჯოკია ბოდოკიამ შესაძლოა სასამართლო პროცესზე დუმილი დაარღვიოს და ხმაურიანი განცხადებები გააკეთოს.  შესაძლოა მერიის ზედამხედველობის სასმახურის აპარატის უფროსმა ხმაურიანი განცხადებები გააკეთოს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბოდოკიამ კონკრეტულ მაგალჩინოსნებს ოჯახის წევრების საშუალებით მუქარის შემცველი შეტყობინებები შეუთვალა და მიანიშნა, რომ სხდომაზე ალაპარაკდება.

 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით საუბარია მერიისა და კულტურის სამინისტროს მოქმედ მაღალჩინოსნებზე. „ გაჩუმებას აღარ აპირებს და მალე ალაპარაკდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მის მიმართ რაიმე შემამსუბუქელ ზომებს არ გამოიყენებენ, ასე რომ სრულიად ლოგიკურია გამოიკვეთოს მერიის მოქმედი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი... ის გახლდათ მერის მოადგილე და ჰქონდა საკმაოდ სერიოზული ბერკეტები მშენებლობის ნებართვის გაცემის მიმართულებით.

 

მანამდე კი როგორც იცის მარგიშვილი იკავებდა კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ბოდოკიას საქმეში საუბარია თაბუკაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობაზე - ეს ადგილი გახლავთ ისტორიულ ზონაში და შესაბამისად პროექტის შეთანხმებას სჭირდებოდა კულტურის სამინისტროს თანხმობა.

 

ჩემი ინფორმაციით სწორედ ამ მიმართულებით იყო ჩართული მარგიშვილი და კულტურის სამინისტროში საკუთარი კავშირების გამოყენებას ცდილობდა“- აცხადებს გაზეთთან საუბარში ინკოგნიტო რესპოდენტი.

 

 

 

წყარო „პრაიმ-ტაიმ“

 

 

 

 

 

2-03-2015, 15:04    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი