თარგამაძე- „ნემცოვის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებისგან არ მოდის- პირიქით“

 

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით მოსკოვიდან კომენტარს აკეთებს.

 

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერის მკვლელობა პუტინის წინაღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. კახა თარგამაძე აცხადებს, რომ მკვლელობა პირადი ანგარიშსწორებაა და ნემცოვი არ იყო იმ ტიპის ფიგურა, რომ ხელისუფლებისთვის საშიში ყოფილიყო.

 

„ნემცოვის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებისგან არ მოდის, პირიქით, პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. არანორმალური ხელისუფლებაც კი არ დაგეგმავს ქალაქის ცენტრში ყველას დასანახად მკვლელობას.

 

რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ამ ფაქტის გამო ძალიან ცუდ დღეშია ჩავარდნილი... ღმერთმა აცხონოს, მაგრამ ნემცოვი არ იყო იმ დონის ფიგურა, არ ჰყავდა მხარდამჭერთა იმხელა არმია, რომ ხელისუფლებისთვის რაიმე დონით საშიში ყოფილიყო.

 

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ეს პოლიტიკურ მკვლელობაზე მეტად პირად ანგარიშსწორებას გავს“- განაცხადა კახა თარგამაძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

 

 

 

 

წყარო "ასავალ დასავალი"

 

 

 

 

 

2-03-2015, 12:00    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი