7 საცხოვრებელი ბინა და ძვირადღირებული ავტომობილები - რა ქონებას ფლობს კალაძე და რა ოდენობის ვალები აქვს მას და მის მეუღლეს

7 საცხოვრებელი ბინა, ძვირადღირებული ავტომობილები, ფერწერული ტილოები, ქონება საქართველოში და კიევში. ეს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის კახი კალაძის ქონებრივი დეკლარაციაა.

 

კახი კალაძე მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად თბილისში ცხოვრობს. მის მფლობელობაშია 364 კვ/მ ბინა ვაკეში და 396 კვ/მ ბურძგლას ქუჩაზე. 

 

საცხოვრებელი სახლები სამტრედიაში და წყნეთში, ასევე მიწის ნაკვეთები და არასაცხოვრებელი ფართები თბილისში, სამტრედიაში, წყნეთსა და ბაკურიანში. კახი კალაძეს უძრავი ქონება აქვს უკრაინაშიც. კერძოდ, ორი ბინა კიევში, ერთი გამარჯვების, ხოლო მეორე შევჩენკოს გამზირზე.

 

რაც შეეხება მინისტრის ავტოპარკს, ის საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორც მისი დეკლარაციიდან ირკვევა ვიცე-პრემიერს განსაკუთრებულად მერსდესის მარკის ავტომობილები იზიდავს, ძირითადად, სწორედ ამ მარკის მანქანები ჰყავს: MERCEDES GL63, MERCEDES G63, MERCEDES BENZ S63, MERCEDES BENZ A45, FERRARI GTO, BENTLEY CONTINENTAL და ROLLS ROYCE PHANTOM. ასევე სპორტული სატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON SPRINGER.

 

რაც შეეხება კალაძის სამეწარმეო საქმიანობას, კახი კალაძე არის "კალა კაპიტალ ლიმიტედის", "იუკას", "ნესტ გრუპის", შპს "კოლხეთის" პარტნიორი. 

 

"იუკა"-დან წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მიღებული შემოსავალი 550 000 დოლარს შეადგენს, ხოლო "ნესტ გრუპიდან" კახი კალაძემ 420 000 ევროს ოდენობის შემოსავალი მიიღო. 

 

როგორც მინისტრის 2015 წლის 9 იანვარს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, გასულ წელს მან სამი ავტომობილი გაყიდა, საიდანაც შემოსავლის სახით 238 000 დოლარი მიიღო. 30 000 დოლარი მიიღო მსოფლიოს ნაკრებში თამაშის სანაცვლოდ. 

 

როგორც მინისტრის დეკლარაციიდან ირკვევა, მან გასულ წელს სესხიც აიღო. კერძოდ 1 637 000 დოლარი "ქართუ ბანკიდან", 120 000 ევრო და 20 000 დოლარი "პროგრეს ბანკიდან". 

 

სესხი აიღო ბანკიდან მისმა მეუღლემ ანუკა არეშიძემაც, როგორც მინისტრის დეკლარაციაშია მითითებული, ანუკა არეშიძემ "თი ბი სი ბანკიდან" 410 000 დოლარი ისესხა. 

 

რაც შეეხება მინისტრის პოსტზე მიღებული შემოსავლის რაოდენობას, მან ხელფასის სახით 75 

 

000 ლარი აიღო, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდში რიცხავს. ვიცე-პრემიერს ახალ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ის ონკოლოგიის ცენტრს 7 884 ლარით დაეხმარა. დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ 60 000 ლარი ქველმოქმედებაში დახარჯა, თუმცა ვის დაეხმარა კონკრეტულად, არ არის მითითებული.

 

საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა მისი მეუღლე ანუკა არეშიძეც, რომელიც ძუძუს სიმსივნით დაავადებულ ქალებს და სოციალურად დაუცველებს ეხმარება. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

AMBEBI.GE

 

 

 

 

 

 

2-03-2015, 14:51    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი