პატარკაციშვილებმა ქეის მორიგი სასამართლო მოუგეს

შეერთებული სტატების სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვემდგომი ინსტრანციის გადაწყვეტილება, რომლიც მიხედვითაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა სამ კომპანიაზე მფლობელის უფლება დაიბრუნა.

 

ანუ პატარკაციშვილების ოჯახმა ჯოზეფ ქეის ქონებაზე სასამართლო დავა მოუგო. საუბარია სამ კომპანიაზე- „Fisher Island Investments Inc”, “ Little Rest Twelve Inc” და „ Mutual Benefits Offshore Fund Ltd.“.

 

დავა კომპანიები მფლობელობის შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც 2011 წელს კრედიტორებმა სასამართლოში სარჩელი მათი გაკოტრების შესახებ შეიტანეს. ვალი 32,4 მილიონ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 28,5 მილიონი კომპანია „Areal Plus Group“ -ს ეკუთვნოდა.

 

პატარკაციშვილების ოჯახის მტკიცებით მიხედვით ამ კომპანიებს მართავდნენ გიბლარტარში რეგისტრირებული კომპანიები „Valmore Trust“ და „Test Trust“, რომელთა ბენეფიციარიც მათი ოჯახი იყო. პატარკაციშვილების მოდავე ჯოზეფ ქეი კი ამტკიცებდა, რომ კომპანიების აქტივები ქართულ კომპანია „Imedinvest Partners“-ს ეკუთვნოდა, რომლის მმართველიც თავად იყო.

 

სასამართლოზე ქეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „Valmore Trust „-ი ფიქტიური კომპანია იყო. სხვადასხვა დროს პატარკაციშვილებსა და ქეის შორის დაპირისპირება ბრიტანეთის, ლიხტენშტეინის, გიბლარტარისა და საქართველოს სასამართლოებში განიხილებოდა.

 

 

პირველირადიო

 

 

 

 

27-02-2015, 16:00    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი