რა ხდებოდა Facebook-ზე მას შემდეგ, რაც "ლავას ოღლი" ეკა კვესიტაძეს დაემუქრა?

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ მას ე.წ. კანონიერმა ქურდმა, "ლავას ოღლიმ" დაურეკა და დაემუქრა. კვესიტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შსს-ს მხრიდან უკვე მოჰყვა რეაგირება. უწყებამ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, უკვე დაიწყო გამოძიება. 

 

კვესიტაძის განცხადებას სოციალურ ქსელში არაერთი მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ჩვენ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

 

გივი თარგამაძე: თავი რომ მოგაქვთ, თქვე ნაგვებო, ეგ არის თქვენი ვაჟკაცობა? ჯერ საერთოდ შორიდან ტელეფონზე ბლატაობა სირცხვილი არაა? მერე ამხელა საქონელი გოგოს რომ ემუქრები, ესე იგი ვინ ხარ, შე ქვეშაფსია? მთავრობა და პოლიცია თუ არ გკრიშავთ, ეგეთი ბანძები ხართ ერთიანად. დაიმახსოვრეთ - მაინც ამოგთხრით!

 

მიშა თავხელიძე: Это уже ни в какие ворота не лезет!

პირადად ბიძინა, არ ვიცი, ვის ან რას აკონტროლებს , მაგრამ მისი უდღეური მთავრობა რომ აღარაფერს აკონტროლებს, ცხადია.

 

ჩიორა თაქთაქიშვილი: SOS!!! კანონიერი ქურდი ლავას-ოღლი, რომელსაც კალაძე მფარველობს ჟურნალისტს ემუქრება!! თუ დღეს, საქვეყნოდ ცნობილ ჟურნალისტს ამას უბედავენ ქურდები, ხვალ ისინი ყველა მცირე მეწარმის თუ მეტ-ნაკლებად შეძლებული ფერმერის კარზე დააკაკუნებენ სარეკეტო თანხის შესაწერად. 

ეს მთავრობა თუ არ შეიცვალა, ქურდები არცერთ პატიოსან 

 

მოქალაქეს არ მისცემენ გასაქანს ამ ქვეყანაში! 

SOS!!!

 

 

 

ambebi

 

 

 

 

25-02-2015, 13:08    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი