"საქართველოში თუ ჩამოვალ, სააკაშვილს სასამართლოში ყურებით მივიყვან" - რას ყვება ლევან მამალაძე ოქრუაშვილზე, კბილაშვილსა და კვიციანზე

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს შეწყალების თხოვნით პირდაპირი ეთერიდან მიმართა. 

 

ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ინტერპოლით იძებნება, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" ჩაერთო და განაცხადა, რომ იმედი აქვს, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეიწყალებს. შეგახსენებთ, მამალაძეს 17 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მას თანხის გამოძალვას და დეკლარაციაში თანხების არ ასახვას ედავებიან.

 

"ვაკვირდებოდი გიორგი მარგველაშვილის სიტუაციას და შეძლო გათავისუფლებულიყო პოლიტიკური ზეგავლენებისგან. დააფიქსირა, რომ ის ხალხის პრეზიდენტია. სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტმა უარი მითხრას, არ არსებობს. შესაძლოა ეს იყოს მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის თემა და იმედი მაქვს პრეზიდენტი დაძლევს", - განაცხადა ლევან მამალაძემ.

 

გარდა ამისა, მამალაძე მიიჩნევს, რომ მისი ბრალი რაც წარდგენილი აქვს, არ შეესაბამება სიმართლეს და იმ ჭორებზეა დამყარებული, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა. 

 

"არაფერი სერიოზული ბრალი არ მაქვს. ის ჭორები, რაც გამივრცელეს, სააკაშვილის მოგონილი იყო. რაც დეკლარაციაში მეწერა, ქრთამად და უკანონოდ გამოცხადდა", - აღნიშნა ლევან მამალაძემ. მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ექსტრადირების მოლოდინი უნდა ჰქონდეს. "მოლოდინი უნდა ჰქონდეს სააკაშვილს ექსტრადირების. სააკაშვილი ახლა პოროშენკოს კალთის ქვეშააა და საქართველოზე თავდასხმისთვის ემზადება", - განაცხადა მამალაძემ. 

 

რატომ ვერ ჩამოვიდა ლევან მამალაძე საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებში, - "იმედის კვირის" ამ კითხვაზე ქვემო ქართლის გუბერნატორი ამბობს, რომ თავის დროზე კბილაშვილს არ ეყო გამბედაობა, მიეღო გადაწყვეტილება. 

 

"ოქრუაშვილი იმიტომ ჩამოვიდა, რომ კუბლაშვილი მაგათი მეგობარი იყო და გაუკეთა ყველაფერი და დაეხმარა, რაც შეეხება კვიციანს, ის მოატყუეს და ერთი თვის წინ 13 წელი მიუსაჯეს და რამდენიმე კვირის წინ რამდენიმე თვე, ეს იმას ნიშნავს რომ პროკურატურაში დაიწყო წმენდა სააკაშილის ხალხის. რომ არა იური ვაზაგაშვილის თავგანწირვა ეს ცვლილებები არ დაიწყებოდა, იგივე ოცნების მხრიდანაც ეს პროცესები რეაგირების გარეშე იყო დარჩენილი. თავის 

 

დროზე კბილაშილს არ ეყო გამბედაობა, შეეშინდა იმ პოლიტიკური კონიუქტიურისა რომელიც იყო, ის კარიერისთვის იბრძოდა და დაკარგა კიდეც", - განაცხადა ლევან მამალაძემ.

 

გარდა ამისა, მამალაძე პირობას დებს, რომ სააკაშვილს სასამართლოში "ყურებით მიიყვანს"

"ხიდაშელ-უსუფაშვილის დუეტი კანონზე მაღლა დადგა და მე დამბლოკეს. ეგენი იყვნენ მიშას ყველა დანაშაულის გამპრავებლები, 2003 წელს გადატრიალება მაგათ გააპრავეს, ეგენი გადამეკიდნენ და ვალდებული ვარ პასუხი მოვთხოვო მაგათ", - აცხადებს ყოფილი გუბერნატორი.

ლევან მამალაძე პირობას დებს, რომ საქართველოში თუ ჩამოვა, სააკაშვილს სასამართლოში ყურებით მოიყვანს.

 

ლევან მამალაძემ აღნიშნა, რომ ის ინგა გრიგოლიას გადაცემაში ერთი წლის წინ ზუსტად მიტევების კვირას იყო და ამჟამადაც მიტევების კვირას ყველას შენდობას სთხოვს.

"მინდა განვეწყო მიტევებისთვის და მინდა ყველას მივმართო, რომ მომიტევონ", - მიმართა მამალაძემ საზოგადოებას.

 

 

 

ipn

23-02-2015, 11:38    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი