თამარ მაყაშვილი უკიდურესად შეურაცხყოფილია: მსახიობი "მდაბიო საზოგადოებასა" და ბურჭულაძის საღამოს მაყურებლისთვის დამამცირებელ გარემოებებზე

მსახიობი თამრიკო მაყაშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე მომხდარი არეულობა საკუთარ თავზე იწვნია და "არტ-პალასისგან" თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. რა მოხდა მსოფლიო ბანის იუბილეზე?

 

- ქალბატონო თამრიკო, რა მოხდა მსოფლიო ბანის იუბილეზე, რატომ გრძნობთ თავს შეურაცხყოფილად?

- ყველა ველოდით ბუმბერაზ, ლეგენდარულ ადამიანთან, პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრას. მე საოპერო მუსიკის დიდი მოყვარული ვარ. შეიძლება, ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, თავი არ მომეკლა. ჩემნაირი იქ სხვებიც იყვნენ. კარგია, რომ ასეთი პიარი გაუკეთდა ამ საღამოს. ისიც კარგია, რომ 8000-9000 კაცს მიეცა ღონისძიებაზე დასწრების საშუალება. ჩვენ ყველა მივედით იმ ბუმბერაზი ლეგენდის მოსასმენად, რომელიც არის პაატა ბურჭულაძე. 

 

ჩვენ ყველანაირ პირობას დავთანხმდით, დრეს-კოდი დავიცავით, ამის შეხსენება არ გვჭირდებოდა. იქ დაგვხვდა "დომხალი", 6-ის ნახევარზე მივედით პატიოსნად. თუმცა, როდესაც სპორტის სასახლეს აქვს 9-10 კარი, რატომ არ იყო ყველა კარი ღია? ოფიციალური "დავკა" დაგვხვდა. ასაკოვანი ქალბატონები პანტა-პუნტით გამოგვქონდა იმ ჭყლეტვიდან. დაეხარჯათ ორი კაპიკი და მოეყვანათ პოლიციის კორდონი, რომელიც დაიცავდა წესრიგს. ჩვენ ადრეც დავდიოდით სპორტის სასახლეში, ათი ათასი ადამიანი შესულა იქ მშვიდობიანად. ეს იმ კაცის უპატივცემულობაა, ვისთვისაც გაკეთდა საღამო, პაატა ბურჭულაძეს სახე არ ჰქონდა. რატომ არ შეიძლება საკუთარ ერს პატივი სცე? მე ხალხის სახელით ვლაპარაკობ, რატომღაც ქართველ ხალხს ეშინია სიმართლის თქმა.

 

ითქვა, რომ სახალხო დამცველმა დაიწყო მოკვლევა, გვერდით დავუდგები მას და ვიტყვი, რაც მოხდა. ორგნიზატორი გამოვიდა და ბოდიში მოიხადა, მაგრამ მიზეზებზე საუბარი არ მინდაო. ვერ გავიგებ ჩემდამი უპატივცემულოდ მოპყრობას. მაშინ აგვიხსენი, ვისი ბრალი იყო ეს? ჩემმა შვილმა მოიკლო და გამიშვა კორიფეების მოსასმენად. შიდა დაცვამ მიცნო და ჩამიყვანა, მარიკო კვალიაშვილიც კი შეურაცხყოფილი იყო. დარბაზში "გენიალური" ისტორია მოხდა, როცა დავსხედით, ჩემს ადგილზე სხვა იჯდა. ინტერნეტით მქონდა შეძენილი ბილეთი. კიდევ კარგი, სადღაც ადგილი იყო და ის კაცი გვერდით გადაჯდა. მჯერა, რომ მათაც იყიდეს ბილეთები, მაგრამ ასე შეიძლება? მადლობა, რომ ალენ დელონი ცოცხლად მაჩვენეს, მაგრამ ამის გამო თვალებს ვერ დავხუჭავ.

 

- ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას?

- მე არ მაქვს პაატასთან პრეტენზია. არც სპორტის სასახლის დირექციასთან. როდესაც ასეთ ღონისძიებას აკეთებ, კარგად მომუშავე "სტაფი" უნდა გყავდეს. ბეიჯები ვისაც ჰქონდა, არ იცოდნენ, სად რომელი სექტორი იყო. ეს იგივეა, ჩემს სპექტაკლზე რომ მოხვიდეთ და ტექსტი დამავიწყდეს. 

 

- "არტ პალასისგან" გრძნობთ თავს შეაურაცხყოფილად?

- მე არ ვიცი ეს "არტ-პალასია" თუ შმარტპალასი, არ მაინტერესებს "არტ-პალასი" ხარ თუ შალვა ნათელაშვილი, როცა კონცერტს აკეთებ, ვალდებული ხარ ხარჯთაღრიცხვა გააკეთო, ორგანიზებული იყოს ღონისძიება და მომექცნენ, როგორც ადამიანს. მქონდეს ხმის ამოღების უფლება და ამისთვის არ მქოლავდნენ. 

 

- ქალბატონო თამრიკო, როგორ დასრულდა რუსკას ბინის საკითხი, რომელიც მან წლების წინ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მოიგო?

- ვგიჟდები ამ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაზე. სარეკლამო რგოლის დონეზე ვცხოვრობთ. ქვეყანა სარეკლამო რგოლია. არავინ დაგვკავშირებია, არავინ დაინტერესებულა, იქნებ როგორ ვართ. სამი კვირა

 

ვაფრთხილე ორივე მხარე და მერე დავწერე. რუსებს კარგი გამოთქმა აქვთ - "ნაპლივატელსკოე ატნაშენიე", რაც უფრო დრო გადის, მეტად ვეჯახებით ამ პრობლემებს. რატომ? ადამიანად არ უნდა ვიგრძნო თავი ჩემს ქვეყანაში? ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ყველას ყველაფერი შერჩება. თავში ქვა უხლიათ "იმედს" და "გუმბათს", მაგრამ ადამიანად ჩამთვალონ. მაოგნებს ხალხის შეფასება. როცა ეს დავწერე, კომენტარებში წერდნენ, ჯაკუზიც ხომ არ გინდათო? არა, არ მინდა ჯაკუზი. რუსიკომ ვირული შრომა გაწია, საკუთარი ოფლით და საქართველოს გვერდით დგომით მოიპოვა გამარჯვება, ხალხმა პურის ფული მოიკლო მისთვის, რომ დაემესიჯებინათ. 

 

- არ აპირებთ უჩივლოთ?

- არ მიყვარს ასეთი რაღაცები. სამი წლის შემდეგ მოვიკითხე რუსიკოს ბინის ამბავი. პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მაქვს, თუ ვერ ვაკეთებ რაღაცას, დაგირეკავ და გეტყვი. ადამიანებად არ გვთვლიან. მდაბიო საზოგადება რომ მოდის, ის თავზე გაჯდება. 

 

- ვის გულისხმობთ მდაბიო საზოგადოებაში?

- ყველას, ვინც მოვიდა იქ, სადაც არ უნდა მოსულიყო. 

 

- "იმედის" ხელმძღვანელობას, მთავრობას, თუ ვის?

- მდაბიო ყველგან მდაბიოა. მდაბიო ადამიანებს აქვთ ყველაფერი ხელში ჩაგდებული. უწიგნურობა და მგლური კანონით ცხოვრება დაიწყო ხალხმა. რადგან ტელევიზორში ვჩანვართ მე და ჩემი შვილები, არავინ თქვას, რომ გვილხინს. მაგრამ სულიერებით ვცხოვრობთ. პრობლემები ყოველთვის იქნება. მოვიდა ის, ვინც არ უნდა მოსულიყო და დარჩა ის, ვინც უნდა წასულიყო. ამას ვამბობ ჩემს სფეროზე. გული მწყდება ჩემს სფეროში უკუსვლაზე. კოტე ყუბანეიშვილის ლექსი მახსენდება:

 

"თვისება არის თურმე მონების, 

იყო შემყურე სხვისი გონების,

ისევ და ისევ ვერაფერს ვხვდებით, 

ბელადს ვირჩევთ და მონები ვხდებით. 

ისევ გვინდება ჩვენზე იმეფონ, 

როგორც ძაღლებმა, ისე გვიყეფონ. 

ხვედრად რომ გვერგოს უღელში შებმა, 

და ჩვენი საქმე აკეთონ სხვებმა".

 

თავის საქმეს არ აკეთებს ხალხი. არც იმათ გავკიცხავ, ყველას უკან ოჯახი დგას, მაგრამ ასე მოქცევაც არ შეიძლება. ჩვენ დავკარგეთ სინდისი, ნამუსი და ვკარგავთ ღირსებას. ღირსებაშელახული ადამიანები ვხდებით. მე სულ მეუბნებიან, ენა გღუპავსო. დამღუპოს, მამაჩემიც ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე არ გაუშვეს, ის დარჩა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად. მირჩევნია ასეთი ვიყო, ვიდრე მე ან ჩემმა შვილებმა ღირსება და სინდისი დავკარგოთ. 

 

 

 

 

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

 

18-02-2015, 13:39    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი