საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანების რიცხვი მცირდება. ამის შესახებ გაზეთი ”რეზონანსი” წერს .

გაზგასამართი სადგურების ინფორმაციით, გაზის მონტაჟზე მოთხოვნამ თითქმის 100%-ით იკლო, ხოლო თავად ბუნებრივი აირის რეალიზაცია 30-40%-ის ფარგლებში შემცირდა.

 

 

 

ბუნებრივია, რომ ცვლილება საწვავის (ბენზინისა და დიზელის) გაიაფებას უკავშირდება.

 

ამ ეტაპზე 1 კბ/მ გაზის ფასი 1,15 ლარია, ხოლო 1 ლიტრი ბენზინის ყიდვა 1,4-1,45 ლარადაც არის შესაძლებელი. გაზისა და ბენზინის ფასს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ მძღოლების უმეტესობა ბუნებრივი აირის გამოყენებაზე, მით უმეტეს, მონტაჟზე, უარს ამბობს.

 

გაზგასამართ სადგურებში ამბობენ, რომ მუშაობა თითქმის აღარ აქვთ და უკვე დაიწყეს ფიქრი, ალტერნატიულ საშუალებას მიმართონ. მანქანები ბუნებრივ აირზე მფლობელებს საწვავის ხარჯის ეკონომიის მიზნით გადაჰყავდათ. ეს ტენდენცია ბოლო დრომდე განსაკუთრებით აქტუალური იყო.

17-02-2015, 16:09    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი