პროკრედიტ ბანკი 2014 წელს ახალი კონცეფციით მოწყობილი აღმაშენებლის ფილიალის გახსნით იწყებს

ფილიალების განახლების პროექტის ფარგლებში ძველი სადგურის ფილიალი, თამარ მეფის გამზ. 18 ნომრიდან ახალ მისამართზე აღმაშენებლის გამზ. 154-ში გადავიდა. ახალი ფილიალი ფართობით ყველაზე დიდი შენობაა პროკრედიტ ბანკის თბილისის ფილიალებს შორის და  ძველი სათავო ოფისის პირველ სართულს მთლიანად მოიცავს.

 

376 კვ.მ. სივრცეში განთავსებულია როგორც საოპერაციო და საკრედიტო განყოფილებები, აგრეთვე ახალი დიზაინით მოწყობილი შეხვედრების ოთახები, რაც კლიენტებთან  სასიამოვნო და საქმიან გარემოში შეხვედრებს უწყობს ხელს. ძველი სადგურის ფილიალი  საბანკო მომსახურებას 1999 წლიდან 4000-ზე მეტ კლიენტს უწევდა. ახალი სტანდარტებით განახლებულ შენობაში ბანკის კლიენტები სასურველ მომსახურებას დახვეწილ და თანამედროვე დიზაინით მოწყობილ გარემოში მიიღებენ. გარდა ამისა, კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში, გარკვეული საბანკო ოპერაციების როგორიცაა გადარიცხვები, თანხის შეტანა და გამოტანა შესრულება ფილიალის შესასვლელში განლაგებული თვითმომსახურების ზონაშია შესაძლებელი. 

 

ახალი კონცეფციით მოწყობილი აღმაშენებლის ფილიალი მომხმარებელს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30-17:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00-14:00 სააათამდე მოემსახურება. პროკრედიტ ბანკი 2014 წელს კვლავ განაგრძობს დარჩენილი ფილიალების განახლებასა და საბანკო მომსახურების სრულყოფის მიზნით სასიამოვნო პროექტების განხორციელებას გეგმავს!

ზაალ მელიქია - აღმაშენებლის ფილიალის მმართველი: “პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისის ახალ მისამართზე გადასვლის შემდეგ არსებული შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რათა უახლესი სტანდარტებით განახლებული  აღმაშენებლის ფილიალი გახსნილიყო. მოხარულები ვართ, რომ ახალი წლიდან უკვე შეგვიძლია ჩვენს კლიენტებს მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურება ახალ მისამართზე შევთავაზოთ. აქ მათი კომფორტისათვის ყველა პირობაა შექმნილი.”

ნატო ბარბაქაძე - აღმაშენებლის ფილიალის ფიზიკური პირების განყოფილების კოორდინატორი: “ახალი გარემო მაქსიმალურადაა მორგებული კონცეფციაზე "მომსახურება ერთ წერტილში",  რაც ერთი კლიენტთა მრჩევლის დახმარებით ყველა სასურველი მომსახურების მიღებას გულისხმობს. ამიერიდან, კლიენტები   ერთ სივრცეში მაქსიმალურად სწრაფად  შეძლებენ როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო მომსახურებით სარგებლობას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მათ დროს”.

30-01-2014, 14:52    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი