ძაღლებს საკუთარი სოციალური ქსელი ექნებათ

ადამიანის ოთხფეხა მეგობარს ახლო მომავალში საკუთარი სოციალური ქსელი ექნება. ამ პორტალს ისრაელში ამზადებენ და მისი სახელი "Woof"-ია.

 

 

"ეს იქნება ქსელი, სადაც ყურადღების ცენტრში იქნებიან არა ადამიანები, არამედ მათი შინაური ბინადრები", - აცხადებს "The Times of Israel"-ი.

 

ბინადრებისთვის საკუთარი პროფილი გაიხსნება, ასევე შესაძლებელი იქნება ფოტოების ატვირთვა, სტატუსების დაწერა და ა.შ.

 

ყველაფერთან ერთად, ძაღლების პატრონებს ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარებისა და რჩევების მიცემის შესაძლებლობა მიეცემათ. 

 

შინაური ცხოველის მფლობელი ასევე ნახავს, როდის და სად ასეირნებს თავისი მეგობარი ძაღლს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ვიდეობის ატვირთვა და გაზიარებაც.

 

მალე, სოციალური ქსელის დაყენება შესაძლებელი იქნება IPhone-ზე და სმარტფონებზე, რომლებიც Android სისტემაზე მუშაობს.

5-02-2015, 19:01    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი