ბილ გეიტსი ”პერსონალური აგენტის” პროექტზე მუშაობს

კომპანია Microsoft-ის ყოფილი ხელმძღვანელი და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, "მაიკროსოფტში" აქტიურ სამუშაოს უბრუნდება. 

 

 

ამის შესახებ გეიტსმა Ask Me Anything-ის ფარგლებში ინტერნეტსაიტ Reddit-ზე ისაუბრა.

 

”ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც მე მაიკროსოფტში ვმუშაობ, ეს არის ”პერსონალური აგენტი”. მას ყველაფერი ეხსომება და დაგეხმარებათ ყველაფრის პოვნაში, ხელს შეგიწყობთ ნივთების არჩევაში, რომლებზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო”.

 

აღწერის მიხედვით, გეიტსის ახალი პროექტის შემუშავება Cortana-ს ხმოვანი ასისტენტის დახმარებით იქნება შესაძლებელი, რომელიც Windows 10-ის ოპერაციულ სისტემაში იქნება დამონტაჟებული. ბილ გეიტსის თქმით, მისი ”აგენტი” ქროსპლატფორმული იქნება და დაუკავშირდება არა მხოლოდ, Windows-ს, არამედ iOS-სა და Android-საც.

30-01-2015, 13:36    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი