გაყინული პროდუქტები გაალღვეთ მაცივრის ქვედა თაროზე და არა სამზარეულოს მაგიდაზე ან წყლის ქვეშ

როგორი ზედმიწევნითაც არ უნდა ვიცავდეთ სისუფთავეს, კვებითი მაწამვლის რისკი ყოველთვის არსებობს. მოწამვლა შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა ფაქტორებმა:

 

ინფიცირებული პროდუქტები

ტემპერატურული რეჟიმის დაცვა

პირადი ჰიგიენის ნორმების დარღვევა

ანტისანიტარული პირობები

 

მოწამვლისგან თავის ასარიდებლად გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს:

ინფიცირებული პროდუქტები

პროდუქტების დაინფიცირების მიზეზი შეიძლება გახდეს ქიმიური, ფიზიკური ან მიკრობიოლოგიური დაზიანება. საჭიროა კარგად მოიხარშოს: ხორცი, თევზი და კვერცხი. სიფრთხილეა საჭირო სუშის და ზღვის პროდუქტების გამოყენების დროს, ასევე ისეთი პროდუქტებისა, რომლებშიც იხმარება უმი კვერცხი: სახლში დამზადებული მაიონეზი, ნაყინი, გოგლი-მოგლი და სხვა. 

ყიდვის დროს ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ პროდუქტი იყოს კარგად შეფუთული.

ყოველთვის შეამოწმეთ ვადა.

შენახვის დროს საკვები პროდუქტები მოათავსეთ ცალკე, საყოფაცხოვრებო ქიმიისგან შორს.

ბურღულეული, მაკარონი და ფქვილი მოათავსეთ მჭიდროდ თავდახურულ, შუშის ჭურჭელში, მშრალ და გრილ ადგილას, რომ ადვილად ხელმისაწვდომი არ იყოს მწერებისა და მღრღნელებისათვის, რომლებიც მავნე ბაქტერიების გადამტანები და მატარებლები არიან. 

ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ მხოლოდ გამდინარე წყალში.

 

ტემპერატურული რეჟიმის დაცვა

შეიძინეთ მხოლოდ მაცივარში ნამყოფი კვერცხი.

ცხელ ამინდში თუ ნახევარი დღით აპირებთ ქალაქგარეთ გასვლას, პროდუქტებისთვის გამოიყენეთ ჩანთა-მაცივარი. 

მაცივარში შეინარჩუნეთ - 5 გრადუსამდე ტემპერატურა

გაყინული პროდუქტები გაალღვეთ 

მაცივრის ქვედა თაროზე და არა სამზარეულოს მაგიდაზე ან წყლის ქვეშ. 

გაითვალისწინეთ: გაყინული პროდუქტები ჯერ ლღვება გარედან და ცენტრში რჩება გაყინული. ასე რომ, გარეთა ნაწილი დიდხანს რჩება ოთახის ტემპერატურაზე. ასეთ პირობებში ბაქტერიები სწრაფად იწყებენ გამრავლებას და პროდუქტის ეს ნაწილი საკვებად საშიში ხდება. 

ბოლომდე მოუხარშავი პროდუქტებისთვის ასევე იქმნება ოპტიმალური პირობები ბაქტერიების გამრავლებისთვის. 

კარგად გარეცხეთ დაფა და დანები მას შემდეგ, რაც დაჭრით უმ ხორცს, ქათამს და თევზს.

გამოიყენეთ ქაღალდის პირსახოცი, რათა მოწნინდოთ სისხლი ხორცის, თევზის და ქათმის დაჭრის დროს. 

 

პირადი ჰიგიენის ნორმების დარღვევა

დაიბანეთ ხელები ხშირად, უმჯობესია თბილი წყლითა და საპნით.

ყოველთვის დაიბანეთ ხელი საპირფარეშოში ყოფნის შემდეგ, სადილის მომზადებამდე და მომზადების შემდეგ, უმი პროდუქტების დამუშავების შემდეგ. აუცილებლად დაიბანეთ ხელი შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ, დახველების ან დაცემინების დროს ხელის მიფარებისას ასევე საურველია ხელების დაბანა.

 

ანტისანიტარული პირობები

სანიტარული ნორმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს კვებითი მოწამვლა. მაგალითად, დანა და დაფა, რომელზეც დაჭერით უმი ხორცი, თუ არ გარეცხეთ და არ გაუკეთეთ დეზინფექცია, და ამავე დანით გათალეთ სტაფილო სალათისთვის, შეიძლება მოხდეს ჯვარედინი დაბინძურება შემდგომი დასნებოვანებით. ჭურჭელი, სარეცხი სშუალებით გარეცხვის შემდეგ, კარგად გაავლეთ (43 გრადუს) ცხელ წყალში. სამზარეულოში უპირატესობა მიანიჭეთ ქაღალდის პირსახოცს.

 

mshoblebi

 

 

22-01-2015, 01:05    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი