ქართველი გადამზიდავებისთვის თურქეთზე ტრანზიტი ფასიანი ხდება

თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2014 წლის 1 თებერვლიდან ქართული სანომრე ნიშნიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის (ცარიელი-დატვირთული), რომელიც მესამე ქვეყანაში სატრანზიტო გადაზიდვებს ახორციელებს, გადასახადი დაწესდება.

 

„ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის“ (ECMT) ნებართვით გადამზიდავებს თურქეთში როგორც შესვლის, ასევე გამოსვლის დროს 113 აშშ დოლარის, ან მისი ექვივალენტი თურქული ლირის, გადახდა მოუწევთ.

 

29-01-2014, 23:26    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი