იზრუნე მომავალზე, გახდი ქველმოქმედი

30 იანვარს, 18:00 საათზე „გამრეკელი გალერიაში“ ცნობილი თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება, რომლიდან შემოსული თანხა   „ფონდი ნატახტარის“ ანგარიშზე გადაირიცხება.

 

შემოწირულობა ფონდის პროექტს „იზრუნე მომავალზე“ მოხმარდება, რომელიც მზრუნველობამოკლებული მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრიაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას ემსახურება. ღონისძიების მიზანია, თანამედროვე ქართული მხატვრობის პოპულარიზაციასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელების სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარება.

29-01-2014, 21:45    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი