სკაიპმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეთა დიალოგებს მომენტალურად თარგმნის

სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამარტივდა. კომპანია Skype-მა ახალი სერვისი გამოუშვა, რომელიც უშუალოდ საუბრის დროს, ხმოვანი შეტყობინებების ონლაინ თარგმანს აკეთებს.

 

Skype Translator - კომპანია ”სკაიპისა” და ”მაიკროსოფტის” მრავალწლიანი ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომელიც ახლა ყველასათვის ხელმისაწვდომია. მოცემულ მომენტში, ახალ სისტემას შეუძლია წამიერად თარგმნოს ინგლისურად და ესპანურად მოსაუბრე ადამიანების დიალოგი. მომავალში იგეგმება კიდევ უფრო მეტი ენის თარგმნის ფუნქციის დამატებაც.

 

Skype Translator ჯერ მხოლოდ Windows 8.1-ის ან Windows 10-ის ოპერატიულ სისტემაზე მუშაობს. TheVerge-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სისტემა აშშ და მექსიკის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე იტესტება, რომლებიც ერთმანეთს სხვადასხვა ენებზე ესაუბრებიან. გარდა ამისა, Skype Translator-ს შეუძლია არა მხოლოდ წამიერად თარგმნოს ნათქვამი, არამედ საკუთარი თავის დახვეწაც მოახერხოს დროთა განმავლობაში. ასე მაგალითად, რაც უფრო მეტი ადამიანი გაესაუბრება ერთმანეთს ხმოვანი შეტყობინებების მეშვეობით, მით უფრო ”ჭკვიანი” გახდება Skype Translator.

 

მომავალში კომპანია Microsoft 40-მდე ენის თარგმნას გეგმავს.

18-12-2014, 14:13    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი