პირველი ბრძანება – შსს–ს გენინსპექციის ახალმა უფროსმა საკუთარი ქალიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ახალმა უფროსმა თანამდებობაზე დანიშვის შემდეგ პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი, რის თანახმადაც, ამავე უწყებაში დასაქმებული საკუთარი ქალიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.  

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ახალი უფროსის იოსებ გოგაშვილის შვილი, 1994 წელს დაბადებული ნინო გოგაშვილი გენინსპექციის მთავარი სპეციალისტი გახლდათ.

 

შსს–ში ადასტურებენ, რომ ნინო გოგაშვილი აღნიშნულ ტანამდებობაზე აღარ მუშაობს. 

 

42 წლის იოსებ გოგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ირაკლი სამყურაშვილი შეცვალა, რომელმაც პოსტი 6 დეკემბერს დატოვა.

9-12-2014, 21:22    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი