ქართველი გოგო, რომელიც თირკმელს ყიდის „სიცოცხლეს სასწორზე ვდებ“

ფინანსური გაჭირვებიდან თავის დასაღწევად, რა ხერხს არ მიმართავენ, თუმცა ის, რასაც ჩვენი რესპოდენტი 23 წლის მარტოხელა დედა გეგმავს, გაუგონარია.

 

„ინფო 9“ ცოტა ხნის წინ დაინტერესდა 23 წლის მარტოხელა დედის ისტორიით, რომელიც ოჯახის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ირანში თირკმლის გაყიდვას აპირებს.

 

 

სამწუხაროდ, ახალგაზრდა დედის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მზადაა მცირეწლოვანი შვილის გამოსაკვებად საკუთარ ორგანოს შეელიოს, დღემდე არ შეცვლილა. მისი ოჯახის გასაჭირი რვა თვის წინ დაიწყო, როცა საზღვარგარეთ მყოფი დედა უმუშევარი დარჩა. 

ის ნაქირავებ ბინაში 4 წლის შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობს. ბინის ქირის გადაუხდელობის გამო, შესაძლოა მალე ქუჩაში აღმოჩნდეს; მისი მთავარი პრობლემა ბანკის ვალია, რომელიც 5000 ლარს შეადგენს. 

 

როგორც ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და რამდენიმე თვეა უსახსრობის გამო ექიმთან არ ყოფილა. 

მისი თქმით, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. არანაირი სამსახური ეთაკილება, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ვერსად დასაქმდა. მარტოხელა დედა ამბობს, რომ ყველაზე მეტად ბანკის ვალი ანერვიულებს - თანხის გადახდის ვადა უკვე ამოიწურა და საქმე მალე სასამართლოს გადაეცემა. როგორც ამბობს, ერთადერთ გამოსავალს ირანში წასვლასა და თირკმლის გაყიდვაში ხედავს, რადგანაც იცის, რომ ეს ოპერაცია იქ ლეგალურად კეთდება. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით შეიტყო. ახლობელიც არავინ ჰყავს ისეთი, რომელიც დაეხმარება.

 

„მეცოდება ავადმყოფი დედა. დავიღალე ყოველდღიური პრობლემებით. ამიტომ ავიღე ეს მძიმე ტვირთი ჩემს თავზე. აღარაფერს დავეძებ. ყოველდღე ნერვიულობა მანადგურებს, ყოველი დღის გათენება მეზიზღება. მართალია, სიცოცხლეს სასწორზე ვდებ, მაგრამ მაინც ყოველდღე ვკვდები იმის შიშით, რომ რამე მოხდება“, - ამბობს ის.

 

ჩვენი რესპოდენტი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ქალაქიდან თბილისში რამდენიმე დღით იმ იმედით ჩამოვიდა, რომ ირანში გასამგზავრებელ გზას გამონახავდა. ჩვენი მცდელობა, მისთვის ეს ნაბიჯი გადაგვეფიქრებინა, უშედეგო აღმოჩნდა. მარტოხელა დედის და მისი შვილის დახმარების მსურველებს „ინფო 9“ მათთან დააკავშირებს. 

 

 

4-12-2014, 14:15    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი