Sony 2015 წელს "ჭკვიან საათს" გამოუშვებს

იაპონური კორპორაცია Sony, 2015 წლისთვის ელექტრონულ ქაღალდზე დამზადებულ სმარტ საათს (ჭკვიან საათს) გამოუშვებს. ”ბლუმბერგის” ინფორმაციით, საათის ციფერბლატი და სამაჯური ინოვაციური მასალისგან იქნება დამზადებული

 

რომელიც Sony-მ სპეციალურად ამ მოწყობილობისთვის დაამზადებინა. ამ მასალის საშუალებით, გაჯეტის ზედაპირი დისფლეის მაგივრობას გაწევს.

 

იაპონური კორპორაციის წარმომადგენელთა თქმით, ამჯერად კომპანიამ ფოკუსირება საათის დიზაინზე მოახდინა და არა მის განსაკუთრებულ ტექნოლოგიურ მახასიათებლებზე.

 

”სიახლის შექმნის მიზანი არა მხოლოდ ”სამსუნგთან” და Apple-თან თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზარზე კონკურენციაა, არამედ ინოვაციურ იდეებთან დაბრუნებაა, რომლის სულისჩამდგმელადაც თავის დროზე სწორედ ”სონი” მიიჩნეოდა”, - განაცხადა იაპონური კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა კაძუი ხირაიმ.

 

ამ ეტაპზე ბაზარზე ”სონი” სმარტ საათის მხოლოდ ერთი მოდელით - SmartWatch 3 SWR50 არის წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ კომპანიამ პირველი სმარტ საათი გამოუშვა, რომელიც Android Wear-ზე მუშაობს. იგი უკვე გამოჩნდა Google Play Store-ში, სადაც 249.99 დოლარი ღირს. საათი კონკურენტებისგან იმით გამოირჩევა, რომ Sony-ის ბოლო რამდენიმე ფლაგმანის მსგავსად, წყალგამძლეა.

 

 

28-11-2014, 16:56    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი