ნიკორას 15 წლის იუბილე და ფასდაკლებები ბრენდებზე

15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 31 იანვრის ჩათვლით, თბილისში მდებარე „ნიკორას“ სუპერმარკეტები მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციას სთავაზობს. კომპანიის ჰოლდინგში შემავალი ბრენდების წარმოებულ და იმპორტირებულ პროდუქციაზე 15%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. 

 

აქცია შეეხება „ნიკორას“, „მზარეულის“, „ოკეანეს“, „ჩვენი ფერმერის“, „პალომას“, „მზარეულის საცხობის“, „ტევანის“ ბრენდების ქვეშ წარმოებულ და  კომპანიის მიერ იმპორტირებულ 350-მდე დასახელების კვების პროდუქტს. ამჟამად, „ნიკორას“ ჰოლდინგში 9 ბრენდია გაერთიანებული - თანამშრომლების რაოდენობა კი 2200 აღწევს.

 

27-01-2014, 22:49    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი