თიბისის და Pay Pal-ის ექსკლუზიური პარტნიორობა

თიბისი ბანკი ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლებს  ახალ მომსახურებას სთავაზობს.  

 

მომხმარებლებს  საშუალება აქვთ პირდაპირ ინტერნეტნბანკიდან,  მარტივად და სწრაფად  დარეგისტრირდნენ Pay Pal-ზე  და განახორციელონ უსაფრთხო ონლაინ შესყიდვები  ონლაინ-მაღაზიიდან და კერძო გამყიდველისგან.  

 

მას შემდეგ რაც Pay Pal-მა საქართველო თავისი პარტნიონი ქვეყნების ჩამონათვალს დაუმატა, თიბისი ბანკმა   Pay Pal -ის აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები აწარმოა და   ინტერნეტბანკის მეშვეობით რეგისტრაციის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. 

 

PayPal არის ანგარიშსწორების სისტემა, რომელის საშუალებით ონლაინ-მაღაზიიდან   სასურველი პროდუქცის შეძენა  საბანკო ბარათის მონაცემების გარანტირებული დაცვით არის შესაძლებელი. 

 

 თიბისის  ინტერნეტბანკით PayPal-ზე რეგისტრაცია მარტივი და სწრაფია. შეთავაზებების გვერდზე საჭიროა აირჩიოთ სერვისის გააქტიურება რომლის შემდეგაც თქვენი ბარათი ავტომატურად ებმება PayPal-ის ანგარიშს.

 

თიბისი ბანკი ყოველთვის მოხარულია მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიეტირებული პროდუქტები და შეთავაზებები განავითაროს.

 

იჩქარეთ, თიბისი ბანკის ინტერნეტბანკის მეშვეობით მარტივად დაარეგისტრირეთ თქვენი ბარათი Pay Pal სისტემაში და იშოფინგეთ უსაფრთხოდ და კომფორტულად. 

 

10-11-2014, 12:42    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი