მზესუმზირა შეიცავს მავნე ელემენტს და ხელს უწყობს წონის მატებას

მზესუმზირა ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. მათ შორისაა კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რკინა, ნატრიუმი, კალციუმი, ცხიმები და ნახშირწყლები, ცილები, D, E და B ჯგუფის ვიტამინები. მზესუმზირა ასევე შეიცავს მეტიონინს - ნივთიერებას, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს.

 

მიუხედავად ბევრი სასარგებლო თვისებისა, მზესუმზირას ჭარბი რაოდენობით მიღება შეიძლება, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

საფრთხის შესახებ, უპირველეს ყოვლისა, სტომატოლოგები გვაფრთხილებენ. კბილებით მზესუმზირას დარჩევისას ზიანდება მინანქარი, რაც შეიძლება კარიესის მიზეზი გახდეს. თუ მზესუმზირას გარეშე ვერ ძლებთ, ხელით დაარჩიეთ.

 

მზესუმზირა ძირითადად დაბინძურებული იყიდება. არასოდეს ენდოთ შეფუთვაზე წარწერას. მზესუმზირაზე არსებულ მტვერსა და ჭუჭყთან ერთად თქვენს ორგანიზმში შეიძლება ჭიები და მსგავსი პარაზიტები დაბინავდნენ.

 

თუ მზესუმზირა ძალიან გიყვართ და მას ხშირად მიირთმევთ, უმჯობესია, შეიძინოთ ნედლი, შინ კარგად გარეცხოთ, გააშ-როთ და მოხალოთ. კბილები რომ არ დაიზიანოთ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მზესუმზირა ხელით დაარჩიეთ. 

 

ბევრი მზესუმზირა არ უნდა ჭამოს მან, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, რადგან ის ძალიან კალორიულია. 100 გრამი მზე-სუმზირა 500 კალორიას შეიცავს - იმდენივეს, რამდენსაც ერთი ფილა მწარე შოკოლადი.

 

ყელის ტკივილის ან ყელში უსიამოვნო შეგრძნებისას, ასევე პროფესიონალი მომღერლებისთვის მზესუმზირას ჭამა რეკომენდებული არ არის.

დაბოლოს, არცთუ დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირა შეიცავს ისეთ მავნე ელემენტს, როგორიც კადმიუმია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მზესუმზირა მოხალული ან კარგად გამომშრალი მიირთვათ.

 

მიუხედავად უარყოფითი მხარეებისა, მზესუმზირა სასიამოვნო და გემრიელი სასუსნავია. მთავარია, დაიცვათ მინიმალური ნორმები და ზომიერება. 

 

ჟურნალი „რეიტინგი“

30-08-2018, 18:12    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი