მოსწავლეთა მოსაზრება: როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი?

2014 წლის ოქტომბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრმა“ ჩაატარა კვლევა მოსწავლეებში, რათა გაეგო მათი აზრი, თუ როგორი უნდა იყოს, რას ნიშნავს მათთვის კარგი პედაგოგი.

 

კვლევამ ძალზე საინტერესო შედეგები აჩვენა და გამოავლინა რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელიც მოსწავლეთა აზრით კარგ პედაგოგს უნდა გააჩნდეს.

 

კვლევის მიზანი: მოგეხსენებათ, სახელმწიფოს აქვს საკუთარი განსაზღვრება იმისა, თუ რას ნიშნავს კვალიფიციური პედაგოგი და ეს ნათლად არის გაწერილი პედაგოგთა შეფასების ახალ სქემაში, რომელსაც სწორედ მიმდინარე თვეში განიხილავს პარლამენტი. მოკლედ ვნახოთ როგორ განსაზღვრავს სახელმწიფო კარგი პედაგოგების კატეგორიებს:

“წარჩინებული” პედაგოგი, არის კატეგორია, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობს ყველა მოსწავლესთან და მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით შეუძლია დაეხმაროს წარმატების მიღწევაში.

“მკვლევარი” პედაგოგები, რომლებიც გაკვეთილს ატარებენ საკუთარი პრაქტიკული კვლევების, საკუთარი პროფესიული საქმიანობის სიღრმისეული რეფლექსიის საფუძველზე.

 

დღემდე არ არსებობდა არანაირი საჯარო კვლევა თუ გამოკითხვა იმის თაობაზე, რას ნიშნავს კარგი პედაგოგი მოსწავლეებისთვის. ის, რომ მათი აზრის ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია, თუნდაც იქიდან უნდა დავასკვნათ, რომ პადაგოგები უშუალოდ მოსწავლეებს ასწავლიან და არა სხვა რომელიმე კატეგორიას საზოგადოებისა. კვლევის მიზანი იყო გამოგვევლინა, თუ როგორია კარგი პედაგოგი მოსწავლეთა აზრით.

 

კვლევის მეთოდი:

ცენტრის წარმომადგენლების მხირან გამოკითხულ იქნა თბილისის სხვადასხვა სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე. სპეციალურ ბლანკში მოცემული იყო ერთადერთი შეკითხვა: 

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს კარგი პედაგოგი? 

 

მოსწავლეებმა წერილობით უპასუხეს აღნიშნულ კითხვას.

 

კვლევის შედეგები:

კვლევის შედეგად გამოვლინდა 18 მახასიათებელი, რომელიც მოსწავლეთა აზრით უნდა გააჩნდეს კარგ მასწავლებელს

 

18-10-2014, 15:09    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი