”იდუმალი სტუმარი” რესტორნებსა და სასტუმროებში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სასტუმრო და სარესტორნო საქმიანობის დასაწყებად სპეციალური ლიცენზიების შემოღების წინადადებით გამოდის. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე,

 

სოფო გუჯაბიძე აღნიშნავს, ლიცენზიების არსებობა ამ მიმართულებით აუცილებლობას წარმოადგენს. სოფო გუჯაბიძის ინფორმაციით, ეს წინადადება ჯერ იდეის დონეზეა და ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტების განხორციელება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს არ დაუწყია.

 

მისივე თქმით, ლიცენზიების არარსებობისას, ერთერთი გამოსავალი პროექტ "იდუმალი სტუმრის" დაწყება იყო, რომლის მთავარი იდეაა გამოავლინოს ხარვეზები და მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები კვების ობიექტებსა თუ სასტუმრო ქსელებს.

 

"ჩვენი დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს გადამზადების კურსებს, მომსახურების სფეროში, ეს არის სასტუმროს მიმტანების, ადმინისტრატორების, მენეჯერების, ზოგადად სასტუმრო სახლების მენეჯერების გადამზადება. იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რამდენად შედეგიანი იყო ტრეინინგები, ჩავატარეთ ღონისძიება, როგორიც არის "იდუმალი სტუმარი", რომელიც ჩვენ მიერ მითითებულ ობიექტებს ამოწმებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ანონიმურია. ეს გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რა მიმართულებით უნდა წარიმართოს სამომავლოდ ტრეინინგები, სად არის ხარვეზი და ა.შ. მაგალითად, თუ ჩვენი კვლევის შედეგად გვექნება კონკრეტული საკვები ობიექტის მიმართ შენიშვნა, რა თქმა უნდა მას ამის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით, თუმცა ამას ექნება რეკომენდაციის და არა სანქციის სახე,"- აღნიშნავს სოფო გუჯაბიძე.

 

 

ბპნ.გე

9-10-2014, 13:20    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი