"კაი კაცობისთვის" და "ვაჟკაცობისთვის" საკრებულოს თავმჯდომარეს 15 000 ლარი აჩუქეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად,  300.00 კვ.მ ფართის საცხოვრებელ სახლს ფლობს ოზურგეთში,

 

აღმაშენებლის ქუჩის #91-ში. ამავე ქუჩის #89-ში დარჩიას 2424 კვ.მ მიწის ნაკვეთი აქვს, აღმაშენებლის ქუჩაზევე N78-ში  29.00 კვ. მიწის ნაკვეთს და 25 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.

 

დავით დარჩიას  4001.00 კვ.მ.  და 13354.00 კვ.მ მიწის ნაკვეთები აქვს სოფელ მერიაში; ამავე სოფელში მის საკუთრებაშია 60.00 კვ.მ  და 330.00 კვ.მ

 

არასაცხოვრებელი ფართი. შეკვეთილში, მის მფლობელობაშია 45651.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

 

დეკლარაციის შევსების დროს დავით დარჩიას სახელფასო ანგარიშზე 20 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს, ნინო სიხარულიძეს კი _ 50 ლარი.

 

ქალბატონი ნინო ინდმეწარმეა და გასულ წელს, სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 4728.00 ლარი შეადგინა.

 

გარდა ამისა,  პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული აკადემიიდან, ნინო სიხარულიძემ, როგორც ექიმმა 2610.00 ლარის შემოსავალი მიიღო. სსიპ ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან  32.00  ლარი, ხოლო  Sieich 2 M Hill International Services-ის საქართველოს ფილიალიდან _ 227.00.

 

გრაფაში ­ _  თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული საჩუქარი, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს, დავით დარჩია მიუთითებს, რომ შპს „ახალი სერვისიდან“ საჩუქრად 15000 ლარი მიიღო.

 

ჩვენთან საუბრისას დარჩია ამბობს, რომ ეს თანხა "კარგი კაცობისთვის", "ადამიანობისთვის", "ვაჟკაცობისთვის" მიიღო. მისივე თქმით, მჩუქებელი კომპანიის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს:

 

_ რა ვიცი, აბა, რა გითხრათ. მაჩუქა და, ალბათ, კიდევ მაჩუქებს. კარგი ადამიანობისთვის, კაცობისთვის.

 

_ ბატონო დავით, როდესაც ეს თანხა გაჩუქეს, თქვენ იყავით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე. თანხა ვინ და რისთვის გაჩუქათ, არ შეიძლება გვითხრათ?

 

_ უნდა გნახოთ და აგიხსნით. ტელეფონში რა გითხრათ...

 

_ იმის თქმას, ვინ და რატომ გაჩუქათ ამხელა თანხა, ნახვა უნდა?

 

_ ვაა. მაჩუქა კარგი ადამიანობისთვის. მარტო მე კი არ მჩუქნის, სხვებსაც ჩუქნის, _ ამბობს დარჩია.

 

მისივე თქმით, ამ თანხას დიდი ხანია ჩუქნიან და მართლა არ იცის, ვინ ჩუქნის.

 

_ ეგ დასამალი არაა. მაგ თანხას 2006 წელსაც მჩუქნიდნენ. მე კი არა, ნახევარ საქართველოს...

 

_ ბიძინა ივანიშვილი გჩუქნიდათ?

 

_ არა. ბიძინა არა. შპს "ახალი სერვისი". მართლა არ ვიცი, ვინაა (?!) და აქ დასამალია არაფერია. არა მგონია გწყინდეთ, რომ ადამიანებს თანხას ჩუქნიან, _ აკონკრეტებს დაჩია.

 

 

 

gurianews.ge

9-10-2014, 01:08    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი