„ტექნო ბუმში“ აქცია ”შეცვალე ძველი ახლით” განახლდება

„ტექნო ბუმში“ ხვალიდან აქცია, “შეცვალე ძველი ახლით” განახლდება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები უკვე გადასაგდებად განკუთვნილ, ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის  ტელევიზორში, მაცივარსა  და სარეცხ მანქანაში 200 ლარს მიიღებენ და ძველ ტექნიკას ახალი ტელევიზორით,

 

მაცივრით ან სარეცხი მანქანით შეცვლიან. კომპანიის ინფორმაციით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ძველი ტექნიკის მდგომარეობას, ფუნქციონირებს ის თუ არა ან ვიზუალურად შელახულია თუ არა. როგორც „ტექნო ბუმში“ აცხადებენ, მომხმარებლებმა უნდა იჩქარონ და ისარგებლონ ამ უპრეცედენტო შეთავაზებით, რადგან ტექნიკის რაოდენობა შეზღუდულია.

 

აქციაშია: 1000 მაცივარი, 1000 სარეცხი მანქანა და 1000 ტელევიზორი. 

ამავდროულად, ტექნო ბუმის გათამაშების მიმართ მომხმარებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით,  აქციის პერიოდშიც ყველა მომხმარებელს თითო ნივთზე გათამაშების თითო  ბილეთი გადაეცემა. 

 

ამიტომ იჩქარეთ, შეცვალეთ ძველი, გამოუსადეგარი ტექნიკა ახლით და მიიღეთ გრანდიოზული, უპრეცედენტო გათამაშების ბილეთი.  შესაძლოა, სწორედ თქვენ გელოდებათ ბოლო მოდელის Mercedes Benz-ი და ოროთახიანი ბინა თბილისში და შესაძლოა, სწორედ თქვენ გადმოგეცეთ ბინისა და ავტომანქანის გასაღებები, ისევე როგორც წინა გათამაშების გამარჯვებულებს- ქობულეთელ დავით დვალიშვილს  და ქუთაისელ ონისე ბაბუნაშვილს მერსედესისა და ბინის გასაღებები გადაეცათ.

 

შეგახსენებთ, რომ გათამაშება ყოველთვე პირდაპირ ეთერში იმართება. ამჯერად, „ტექნო ბუმის“ მეექვსე გათამაშება 4 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საღამოს 21:45 საათზე გაიმართება. „ დაელოდეთ და არ დაგავიწყდეთ თქვენი ბილეთი ყველა გათამაშებაში მონაწილეობს , შეინახეთ გათამაშების ბილეთები 14 თებერვლამდე ანუ ფინალამდე, რადგან ფინალში სუპერ პრიზი - ნახევარი მილიონი ლარი გელოდებათ. არ დაკარგოთ თქვენი შანსი. იქნებ თქვენ ხართ ის ყველაზე იღბლიანი. „ტექნო ბუმი“ გისურვებთ წარმატებებს“-აცხადებენ კომპანიაში.

 

აქცია „შეცვალე ძველი ახლით“ ტექნო ბუმის ყველა მაღაზიაში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში, ჭიათურაში,  ზუგდიდში, ფოთსა და ახალქალაქშია მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება. 

 

2-10-2014, 15:44    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი