Toyota - ლიდერი საავტომობილო ბრენდი ბაზარზე

Toyota-მ 2013 წელს მსოფლიოს უმსხვილესი საავტომობილო კომპანიის სტატუსი შეინარჩუნა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს მათ 9.98 მლნ ავტომობილი გაყიდეს, რაც 27 ათასია დღეში და ეს ციფრი 2.4%-ით მეტია, ვიდრე 2012 წელს.

ამ ციფრში აკუმულირებულია როგორც გაყიდული ავტომობილები Toyota-ს ბრენდით, ასევე Hino Motors-ის და Daihatsu Motor-ის ბრენდის ავტომობილები, რომლებიც ასევე კონცერნის საკუთრებაა.Toyota-ში ვარაუდობენ, რომ წელს გაყიდვები 10.32 მლნ-მდე გაიზრდება.

Toyota-ს ძირითადმა კონკურენტებმა გლობალურ ბაზარზე General Motors-მა შარშან 9.71 მლნ ავტომობილი გაყიდა, ხოლო Volkswagen-მა -9.7 მლნ.

კონცერნის გაყიდვების ზრდა ძირითადად განაპირობა უცხოურმა ბაზრებმა, სადაც მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა. სამამულო ბაზარზეToyota-ს გაყიდვები შეუმცირდა კიდეც, 5%-ით, 2.29 მლნ ავტომობილამდე.

24-01-2014, 17:56    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი