მაღალჩინოსანთა ძვირადღირებული ავტომობილები

ქართველებს დიდი ჯიპები და ძვირადღირებული ავტომობილები განსაკუთრებით გვიყვარს.

 

ამ მხრივ არც მაღალჩინოსნები არიან გამონაკლისი, ისინიც ადამიანები არიან. უმეტესობა მერსედესის მარკის ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას.

 

 

კახი კალაძე 

 

ვიცე-პრემიერი კახი კალაძის საკუთრებაში 10 ავტომობილია. კახი კალაძეს ჰყავს LEXUS LX570, TOYOTA LC200, RANG ROVER VOGUE, ROLLS ROYCE PHANTOM, MERCEDES BENZ E300, MERCEDES BENZ E300, PORSCHE PANAMERA, LAMBORGHINI MURCELAGO, BENTLEY CONTINENTAL და MERCEDES BENZ S65. ავტომობილების გარდა ყოფილ ფეხბურთელს და ამჯერად საქართველოს ვიცე-პრემიერს ორი მოტო სატრანსპორტო საშუალებაც ჰყავს, HARLEY DAVIDSON SPRINGER და HARLEY DAVIDSON V rod. ცნობილია, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მინისტრი ვერ ახერხებს საყვარელი ავტომობილით ან მოტოციკლეტით სეირნობას.

 

ვალერი გელაშვილი 

 

ხაშურის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ქონება საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორც ჩანს ძვირადღირებული მანქანები ძალიან უყვარს. ჰყავს 2006 წელს გამოშვებული JEEP HUMMER H1, სახელმწიფო ნომრით UHU538, რომელიც ვალერი გელაშვილმა 200 000 დოლარად შეიძინა. ასევე ჰყავდა 2011 წლის "ტოიოტა პრადო", რომელიც ცოტა ხნის წინ ექსპერტ გია ხუხაშვილს მიჰყიდა. ყველაზე შთამბეჭდავი ავტომობილი, რომელიც დეპუტატის საკუთრებაა, მას დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. ეს არის მერსედესის მარკის ავტომობილი GL 500, ლიტვის სახელმწიფო ნომრით VG1, დეპუტატის განცხადებით, ავტომობილი კომპანიის საკუთრებაა და ამიტომაც არ აქვს მითითებული საკუთარ დეკლარაციაში. ნომერი VG1 სავარაუდოდ ასე იშიფრება: ვალერი გელაშვილი პირველია, რაშიც მან ლიტვაში 3000 დოლარი გადაიხადა.

 

ავთანდილ ბერიძე 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, როცა ბათუმის ბულვარში ავტომობილით გადაადგილდებოდა. "ტოიოტა პრადოს" ჯიპი, სახელმწიფო ნომრით SCA 041, ავთანდილ ბერიძის სამსახურეობრივი ავტომობილია. ავთანდილ ბერიძეს ორი ავტომანქანა ემსახურება და მათი რეცხვისათვის მთელი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1957 ლარი დაიხარჯა. განსაკუთრებით დიდი ხარჯი ბერიძეს ავტომანქანების რემონტისთვის ივლისში 2300 ლარი, ხოლო მეორე მანქანისათვის ყველაზე მეტი თანხა 1331 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტს მაისში გაუღია. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებაში არსებული სახელმწიფო ავტომანქანებიდან ერთ-ერთი 2010 წელს, ხოლო მეორე 2008 წელს არის გამოშვებული. ახალი ჯიპის გამოცხადებული ტენდერის გამო ის ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ საჯაროდ გააკრიტიკა. 83 000 დოლარად შეფასებული ავტომობილის ღირსება მაცივარიც უნდა ყოფილიყო, რადგან შორ მანძილზე გადაადგილების დროს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ცივი სასმელები დაეგემოვნებინა. კახი კალაძის გაკრიტიკების შემდეგ ავთანდილ ბერიძემ როგორც თავად უწოდა "მაღალი გამავლობის მანქანა" დათმო.

 

კობა ნაყოფია 

 

ბიზნესმენი და პარლამენტარი კობა ნაყოფია ავტომობილების მოყვარულია. მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში 8 ავტომობილია, რომელთა უმრავლესობას სპეც-ნომრები აქვს მინიჭებული. ყველაზე ბოლოს კობა ნაყოფიამ 2011 წლის ROLLS-ROYCE GHOST შეიძინა, სახელმწიფო ნომრით BATUMI, მას ასევე ჰყავს 2010 წელს გამოშვებული Mercedes Benz GL 500, სახელმწიფო ნომრით ELG007, ინიციალები ELG სავარაუდოდ მეუღლის ელგა სოფიას პატივსაცემად თუ სიყვარულით აქვს შერჩეული. ნაყოფიების ავტოპარკში ძირითადად "მერსედესის" მარკის ავტომობილები ჭარბობს.

 

გივი თარგამაძე 

 

უმცირესობის წევრი გივი თარგამაძის ოჯახის საკუთრებაში ორი ავტომობილია. 

 

თავად თარგამაძე 2012 წლის შკოდა ოქტავიათი გადაადგილდება, სახელმწიფო ნომრით CNC 330. მის მეუღლეს კი ძვირადღირებული ავტომობილი ჰყავს. თარგამაძის მეუღლის ნინო მუშკუდიანის საკუთრებაში არის 2009 წელს გამოშვებული "BMW 5 გრანდ ტურიზმო", რომლის საწყისი ღირებულებაც დაახლოებით 60 000 დოლარს შეადგენს.

 

 

ambebi.ge

18-09-2014, 13:50    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი