ქალბატონი ბესელია,ოცნების ელიტური კორუფციის დედა

საკადრო პოლიტიკა ფოთში. ქალბატონი ეკას მორიგი შურისძიება: 

 

ერთადერთი კანდიდატი ვარ დირექტორების მსურველ სერტიფიცირებულ კანდიდატებს შორის ქალაქ ფოთში,ვისაც არ მომეცა შესაძლებლობა სამეურვეო საბჭოზე წარდგენისა:

 

13 კანდიდატთაგან 12 წარდგენილია სხვადასხვა სკოლაში(გულწრფელად ვუსურვებ მათ წარმატებას)

აბა,რას ერჩოდნენ დვალიშვილს, 1. ის მართავდა სკოლას ყველაზე წარუმატებლად? საუბარია ფოთის # 3 საჯარო სკოლაზე,რომელიც 2005-2011 წლებში,როცა მე ვიყავი ამ სკოლის დირექტორი,გახლდათ განსაკუთრებულად წარმატებული სკოლა არა მარტო ქალაქში,არამედ საქართველოში,რისი დამადასტურებელი მასალებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უხვად მოიპოვება.

2.ანუ არსებობდა მხოლოდ სუბიექტური მიზეზი,იმისა,რომ დვალიშვილი არ უნდა წარედგინათ:

მიუხედავად იმისა, რომ მესამე საჯარო სკოლაზე განაცხადი გაკეთებული ჰქონდა 7 კანდიდატს ,წარდგენილ იქნა ასარჩევად მხოლოდ ერთი კანდიდატი. ლელა კემულარია , მე მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვიყავით უახლოეს წარსულში,, და როგორ შემიძლია მე მას და მასთან ერთად ჩემს უსაყვარლეს სკოლას არ ვუსურვო წარმატებები…მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა სამეურვეო საბჭოს მისცემოდა შესაძლებლობა თვითონ გადაეწყვიტა ვისი ხედვა წაადგებოდა მეტად მათ სკოლას? ? ?

მაგრამ არა, ბესელიას მხილებას ვინ აპატიებდა დვალიშვილს,აბა,რა ეგონა:აბაროს გამოცდები და აგროვოს სერთიფიკათები…სანამ ქალბატონი ეკა იფარფაშებს ფოთში,მანამ დვალიშვილს სამსახური და სიკეთე არ ეღირსება,ასე ფიქრობს ბესელია,და სამწუხაროდ სამინისტრო ურყევად ასრულებს დიდი უფლებადამცველის ნებას…მე კი ზუსტად ვიცი,ბესელიას და ჩაჩუას პარპაშს ფოთში და ზოგადად ქვეყანაში ძალიან მალე მოეღება ბოლო,ძალიან,ძალიან მალე…

დღეს კი რეალობა ასეთია: ფოთში ჩაჩუას რეკომენდაციით და ბესელიას ყოვლისშემძლეობით ინიშნებიან ფედერალურ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების უფროსები და კიდევ ბევრნი…

მჯერა ამ ამაზრზენ რეალობას ბოლო,იმაზე ადრე მოეღება ჩემო მეგობრებო,ვიდრე ზოგიერთ თქვენგანს წარმოუდგენია, დამიჯერეთ: ეს ნამდვილად ასე იქნება ნამდვილად!!!

8-09-2014, 00:08    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი