არსებობს ნავთობის გაიაფების "საფრთხე"...

რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის განცხადებით ბარელ ნავთობზე საერთაშორისო ფასების 80-90 დოლარამდე შემცირების რისკები არსებობს. მისი შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტი ნავთობის ფასთან დაკავშირებით, მაღალ რისკებსს შეიცავს. მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში ჩადებულია ბარელი ნავთობის ფასი 101 დოლარი. შესაბამისად, ამ ნიშნულზე დაბალი ფასები გამოიწვევს დაგეგმილზე ნაკლებ საბიუჯეტო შემოსავლებს.

სილუანოვის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდის მიუხედავად, ნავთობის მიწოდება გადააჭარბებს მოთხოვნილებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ნავთობის მოპოვება იზრდება როგორც აშშ-ში ასევე OPEC-ის ქვეყნებში. Saxo Bank-ის ანალიტიკოსების განცხადებით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 80 დოლარამდე დაეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ნავთობი კიდევ უფრო იაფი იქნება. მათი განცხადებით, მოპოვების არატრადიციული ტექნოლოგიების ხარჯზე ნავთობის მოპოვება სწრაფად იზრდება აშშ-სა და კანადაში. მოპოვებას მნიშვნელოვნად ზრდის საუდის არაბეთიც. ამ ფაქტორებმა განაპირობა სტაბილური ფასები მსოფლიო ბაზარზე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ნავთობის ბაზარი უკვე გადაჯერებულია და ძნელია იმის თქმა, რა მოხდება როდესაც, ბაზარზე ირანული ნავთობი გამოჩნდება, ხოლო ლიბია ექსპორტს სრული მასშტაბით აღადგენს.

„ამ ყველაფრისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ მზად - ნავთობიდან მიღებული არაგეგმიური შემოსავლები უნდა გადავისროლოთ სარეზერვო ფონდში.“ - აცხადებს რუსეთის ფინანსთა მინისტრი.

24-01-2014, 02:14    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი