თბილისში დებმა ორსული გოგონას დაწვა სცადეს - საშინელი შემთხვევა დევნილთა დასახლებაში

გვიან ღამით, თბილისის ცენტრში ახალგაზრდა გოგონებმა მეზობლის დაწვა სცადეს. შემთხვევა დელისის ქუჩის მესამე შესახვევში მდებარე დევნილთა დასახლებაში მოხდა. 

 

როგორც თვითმხილველები საუბრისას ყვებიან, ორმა დამ, ლიკა.ჯ-მ და მარი.ჯ-მ გოგონას ბენზინი გადაასხეს და მისი დაწვა სცადეს. სალომე. გ, რომელსაც დებმა ბენზინი გადაასხეს, ორსულად არის. 

 

როგორც მეზობლები ამბობენ, შემთხვევა მათ თვალწინ მოხდა. "ვერც კი მივხვდით, ისე უცბად გადაასხა ერთმა დამ სალომეს ბენზინი, მეორე კი ცდილობდა მისთვის ცეცხლი წაეკიდებინა. მხოლოდ მაშინ მივხვდით რაც მოხდა, როცა მეორე და ცდილობდა ასანთი აენთო", -აცხადებენ 

 

 

მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ დაპირისპირება სალომე.გ-ს ოჯახს და დებს შორის ადრეც მოხდა. სულ ცოტა ხნის წინ დები სალომე.გ-ს მულს დაესხნენ თავს და ქუჩაში ლუდის ბოთლები გადაამტვრიეს თავზე.

 

"სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდათ განზრახული სალომეს დაწვა, რადგან ბენზინით სავსე ბოთლით ქუჩაში არავინ დადის. კიდევ კარგი, დროულად მივხვდით, რასაც აპირებდნენ და შევეცადეთ მათ გაშველებას. შემდეგ კი პატრულმა დები დედასთან ერთად დააკავა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

 

საქმეში საპატრულო პოლიცია ჩაერთო. შემთხვევის ადგილზე 5 ეკიპაჟი მივიდა. შსს-ს ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს. 

 

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

6-09-2014, 10:50    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი