რეიტინგში პირველი უძვირესი ლონდონია

Expatistan-ის ყვოველწლიური რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს უძვირეს ქალაქად ლონდონი დასახელდა. ბრიტანეთის დედაქალაქი უძვირესი აღმოჩნდა ბევრი პარამეტრით: ბინის ქირა, საწვავის და ელექტროტექნიკის ფასი, კინოთეატრის ბილეთის ღირებულება. მაგალითად 85 კვადრატული მეტრი ფართის ქირა ლონდონში 2600 ფუნტს (3632 ევრო) შეადგენს. ანალოგიური ფართისათვის რომში 1644 ევროს, ხოლო ნიუ-იორკში 2975 დოლარს გადაიხდით.

როგორც ირკვევა ყველაზე ძვირი კაპუჩინოც ლონდონში იყიდება. ერთი ფინჯანი ყავა საშუალოდ 60%-ით უფრო ძვირი აღმოჩნდა ვიდრე იტალიის დედაქალაქში.

ლონდონის შემდეგ ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში ფიგურირებს ოსლო, ჟენევა და ციურიხი.

24-01-2014, 02:08    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი