"IT - ინკუბატორის" პროექტის განხორციელება იწყება

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ე. წ. "IT-ინკუბატორის" პროექტის განხორციელებას იწყებს. საქპატენტმა მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგად შერჩეული ათი სუბიექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის შექმნაზე 6 თვის განმავლობაში მაღალი სტანდართების შესაბამის გარემოში იმუშავებს. შექმნილი პროდუქტი კი მთლიანად კონკურსანტების საკუთრება იქნება.

 

გამარჯვებულებს საქპატენტის მიერ სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს. "IT- ინკუბატორის" პროექტი წარმოადგენს არაერთ ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული პროექტის ანალოგს, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობისა და დამწყები პროგრამისტების წახალისებას.

პროექტი ემსახურება ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირების მხადრაჭერას. 

 

24-01-2014, 01:49    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი