"ეზო გორში, სადაც მიცვალებულები მიწიდან ამოდიან - "ნასაყდრალზე მცხოვრები ოჯახი ვერ გაიხარებს"

"გზის" 2009 წლის N16-ში და­ი­ბეჭ­და ამ­ბა­ვი ნა­საყ­დ­რალ­ზე მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხის შე­სა­ხებ. საქ­მე ეხე­ბა გორ­ში, ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ ცე­რა­ძე­ე­ბის ოჯახს.

 

შე­გახ­სე­ნებთ, მათ ეზო­ში მი­წის ზე­და­პი­რი­დან ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხად ქცე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი - თა­ვის ქა­ლე­ბი, კბი­ლე­ბი და ძვლე­ბი ამო­დის. მახ­სოვს, ეზო­ში პირ­ვე­ლად რომ შე­ვე­დი, სულ დაბ­ლა ვი­ყუ­რე­ბო­დი. ვცდი­ლობ­დი, ძვლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც მი­წის ზე­და­პირ­ზე მო­ჩან­და, ფე­ხი არ და­მედ­გა. ანო­მა­ლი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი 9 წლის წინ, მას შემ­დეგ და­იწყო, რაც ეზო­ში სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლე­ბი შეც­ვა­ლეს და ის მთელ სიგ­რ­ძე­ზე გა­ითხა­რა. 

 

ჯერ ადა­მი­ა­ნის თა­ვის ქა­ლა იპო­ვეს, მე­ო­რე დღეს კი მი­წის ზე­და­პირ­ზე რამ­დე­ნი­მე და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი ჩონ­ჩხიც გა­მოჩ­ნ­და. ერთ-ერთ მათ­განს, რო­მელ­საც სხვე­ბი­ვით, ხე­ლე­ბი გულ­ზე ჰქონ­და გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი, ხელ­ში თი­ხის ფი­ა­ლა ეჭი­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იპო­ვეს ვერ­ცხ­ლის მო­ნე­ტე­ბიც. დი­ა­სახ­ლი­სი მი­ამ­ბობ­და - რო­ცა ად­გილს ძვლე­ბის­გან ასუფ­თა­ვებ­და, სულ მა­ლე იქ ისევ ჩნდე­ბო­და ახა­ლი ძვლე­ბი. მი­სი თქმით, ძვლე­ბი სო­კო­ე­ბი­ვით მრავ­ლ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - წვი­მის შემ­დეგ. შუ­ა­გულ ეზო­ში ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ნან­გ­რე­ვე­ბია - წმინ­და თევ­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის ნი­ში. რამ­დე­ნი­მე წლის წინ აქ მრა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რი და ის­ტო­რი­კო­სი მო­დი­ო­და. არ­ქე­ო­ლო­გე­ბი მას­შ­ტა­ბუ­რი გათხ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­საც გეგ­მავ­დ­ნენ, მაგ­რამ, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ეს საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 

 

არ­ქე­ო­ლოგ ზვი­ად ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, მსგავ­სი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა დღეს დი­დი ფუ­ფუ­ნე­ბაა და კარ­გი იქ­ნე­ბა, ამ ეროვ­ნულ საქ­მეს სპონ­სო­რი თუ გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა. მეც­ნი­ერ­თა აზ­რით, ცე­რა­ძე­ე­ბის საცხოვ­რე­ბე­ლი შე­საძ­ლოა, ძვე­ლი სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რია აღ­მოჩ­ნ­დეს. სა­მარ­ხე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მი­წის დო­ნემ­დეა ამო­სუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 40 სან­ტი­მეტ­რის სიღ­რ­მე­ზე სა­მარ­ხის ქვე­ბი და მათ ქვეშ ორ წრედ არ­სე­ბუ­ლი ნა­მარ­ხე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი სარ­კო­ფა­გი წი­თე­ლი აგუ­რი­თაა ნა­შე­ნი. ერთ-ერ­თი ვერ­სი­ით, ნა­მარ­ხ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით არ იყ­ვ­ნენ დაკ­რ­ძა­ლულ­ნი, ამი­ტომ შე­საძ­ლოა, სა­საფ­ლაო უფ­რო ად­რინ­დე­ლი იყოს, ვიდ­რე ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, თურ­ქებ­მა და­ან­გ­რი­ეს. 

 

არ­ქე­ო­ლოგ ზვი­ად ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით კი თი­ხის ჭურ­ჭ­ლის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვე­ბი ად­რინ­დე­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის პე­რი­ოდს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ოს­ტე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა (ძვლო­ვა­ნი მა­სა). ეკ­ლე­სი­აც ად­რე­უ­ლი შუა სა­უ­კუ­ნის არის, შე­იძ­ლე­ბა - ცო­ტა გვი­ან­დე­ლიც. 

 

ეს უც­ნა­უ­რი სახ­ლი ქალ­ბა­ტონ ლი­და ცე­რა­ძის მა­მამ­თილს 1935 წელს შე­უ­ძე­ნია. რო­ცა ეზო­ში ეს უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბი და­იწყო, დი­ა­სახ­ლი­სი და­ინ­ტე­რეს­და, თუ ვინ ცხოვ­რობ­და აქ მა­ნამ­დე, რა ბე­დი ეწია ძველ მო­ბი­ნად­რე­ებს, მაგ­რამ ამის თა­ო­ბა­ზე ვერც ოჯა­ხის და ვერც ქა­ლა­ქის არ­ქივ­ში ვე­რა­ნა­ირ სა­ბუთს ვერ მი­აკ­ვ­ლია. წმინ­და თევ­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ნიშ­თან ხში­რად შე­სა­წი­რა­ვად მა­მა­ლიც კი მოჰ­ყავ­დათ. შემ­დეგ მას იქ­ვე კლავ­დ­ნენ და ეკ­ლე­სი­ის მოზ­რ­დილ ქვა­ზე სუფ­რა­საც შლიდ­ნენ. ეკ­ლე­სი­ა­ში სან­თ­ლებს ან­თე­ბენ, ლო­ცუ­ლო­ბენ. მსურ­ვე­ლე­ბი აქა­უ­რო­ბას ფულ­საც სწი­რა­ვენ. ამ ფუ­ლით კი ისევ სან­თ­ლებს ყი­დუ­ლო­ბენ. აქ მცხოვ­რებთ აქვთ რწმე­ნა: თუ ნა­საყ­დ­რალს უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ მო­ეპყ­რო­ბი­ან, ღმერ­თი დას­ჯის. ცე­რა­ძე­ე­ბი წუ­ხილს გა­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ იმის გა­მო, რომ ნა­საყ­დ­რალ­ზე უწევთ ცხოვ­რე­ბა. თა­ვი­სი უბე­დო­ბის მი­ზეზ­საც ამა­ში ხე­და­ვენ. 

 

მას შემ­დეგ, რაც წი­ნა ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, 5 წე­ლი გა­ვი­და. და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა შე­იც­ვა­ლა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ოჯახ­ში, რა ბე­დი ეწია მათ უც­ნა­ურ კარ-მი­და­მოს. 

ჭიშ­კა­რი რომ შე­ვა­ღე, მივ­ხ­ვ­დი, რომ არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა. თით­ქოს დრო შე­ჩე­რე­ბუ­ლაო, ყვე­ლა­ფე­რი ისევ ისე დამ­ხ­ვ­და. ეზო­ში ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ვი­და, ძაღ­ლი და­ა­შოშ­მი­ნა და ზუს­ტად 

 

იგი­ვე სიტყ­ვე­ბი მითხ­რა, რაც პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას: ძაღ­ლი ავი სუ­ლე­ბის­გან გვი­ცავ­სო. ეს ქალ­ბა­ტო­ნი ლი­და ცე­რა­ძე იყო.

 

ლი­და ცე­რა­ძე: 

- ის აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც ამ აღ­მო­ჩე­ნამ გა­მო­იწ­ვია, კარ­გა ხა­ნია, შეწყ­და. ყვე­ლამ მი­ი­ვიწყა ეს ამ­ბა­ვი. რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აღა­რა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამ ცო­ტა ხნის წინ ვი­ღაც შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და 100 ლა­რის სა­ნაც­ვ­ლოდ, ეზოს გათხ­რის უფ­ლე­ბა მთხო­ვა. ალ­ბათ იმე­დი ჰქონ­და, რომ ძვირ­ფას ნივ­თებს აღ­მო­ა­ჩენ­და. რა თქმა უნ­და, უარით გა­ვის­ტუმ­რე.

 

- უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბის წინ ეზო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეთ - შუა სა­უ­კუ­ნის დრო­ინ­დე­ლი თა­სე­ბი, მო­ნე­ტე­ბი - ახ­ლა სად არის?

- აქეთ-იქით გა­იბ­ნა. გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად გა­ვა­ტა­ნეთ თა­ვის ქა­ლას­თან და ჩონ­ჩხის სხვა ნა­წი­ლებ­თან ერ­თად. მა­შინ იმ­დე­ნი ვინ­მე მო­დი­ო­და, უკ­ვე აღარც ვი­ცი, ვინ რა წა­ი­ღო. ის კი ვი­ცი, რომ ნივ­თე­ბი ფას­და­უ­დე­ბე­ლია. პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის რომ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, დიდ­ძალ ფულს ვი­შო­ვი­დით. თუმ­ცა, მი­ხა­რია, რომ ასე­თი რამ მა­შინ აზ­რა­დაც არ მოგ­ვ­ს­ვ­ლია, რად­გან ეს სი­კე­თეს არ მოგ­ვი­ტან­და. მინ­და, ისი­ნიც გა­ვაფ­რ­თხი­ლო: თუ ვინ­მემ აქე­დან მო­გე­ბა ნა­ხა, გონს მო­ე­გონ და თა­ვი­დან მო­ი­ცი­ლონ ეს ნივ­თე­ბი, თო­რემ უბე­დუ­რე­ბას მო­იმ­კი­ან. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ასე მწამს. ქა­ლიშ­ვილ­თან და ორ შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. მზი­ას იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­ზეც სწავ­ლობ­და. ყვე­ლას ძა­ლი­ან უკ­ვირს, ასე­თი ყო­ჩა­ღი და გო­ნი­ე­რი ქა­ლი უმუ­შე­ვა­რი რა­ტომ უნ­და იყო­სო?! ხე­ლი არა­ფერ­ში ემარ­თე­ბა. საქ­მე საქ­მე­ზე რომ იყოს მი­სუ­ლი, სას­წა­უ­ლი მოხ­დე­ბა და ის საქ­მე მა­ინც არ გა­მო­ვა. მე­ო­რე ბავ­შ­ვი რომ გა­ა­ჩი­ნა, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა შე­ერ­ყა, ერ­თი თვე იწ­ვა, წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტა. ჩემს მე­ო­რე ქა­ლიშ­ვილ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა შრო­მის­მოყ­ვა­რეა: ვშრო­მობთ, ვცდი­ლობთ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­დის. ცო­ტა ხნის წინ გან­ვა­დე­ბით გა­მო­ვი­ტა­ნეთ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა და ბაღ­ში ორი ოთა­ხის აშე­ნე­ბა და­ვიწყეთ. ვი­ფიქ­რეთ, გა­ვა­ქი­რა­ვებთ და ცო­ტას ამო­ვი­სუნ­თ­ქავთ-თქო, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­დის, მშე­ნებ­ლო­ბა ვე­რა და ვერ და­ვამ­თავ­რეთ. თქვე­ნი თვა­ლით ხე­დავთ, რა პი­რო­ბებ­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა: ქოხ­ში მხო­ლოდ ერ­თი ოთა­ხია, რო­მე­ლიც გა­დავ­ტიხ­რეთ და ორი ისე­თი პა­წა­წი­ნა ოთა­ხი გა­მოგ­ვი­ვი­და, კუდს ვერ მო­იქ­ნევ...

 

- სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა არ გაქვთ?

- არ მოგ­ვ­ცეს. სულ შიშ­ში ვარ: გა­თე­ნე­ბის მე­ში­ნია, მო­მავ­ლის მე­ში­ნია. ხან­და­ხან ვფიქ­რობთ, მი­ვა­ტო­ვოთ ყვე­ლა­ფე­რი და გა­ვიქ­ცეთ აქე­დან შორს, მაგ­რამ სად წა­ვი­დეთ? ბავ­შ­ვე­ბით ღია ცის ქვეშ ხომ არ ვიცხოვ­რებთ. მშვე­ლე­ლი არ­სა­ი­დან ჩანს. ეკ­ლე­სი­ის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა რომ ადა­მი­ანს ძვი­რად უჯ­დე­ბა, ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თი ვი­ცი. ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნი­დან, სო­ფელ ღვლე­ვი­დან ვარ წარ­მო­შო­ბით. მახ­სოვს, ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ში მე­ზო­ბელ­მა ეკ­ლე­სი­ის ნან­გ­რე­ვი ქვე­ბით სახ­ლი აიშე­ნა. მა­ლე­ვე ჯერ ერ­თი ბი­ჭი და­ე­ღუ­პა, მე­რე - მე­ო­რე. თა­ვად კი ამ­დენ უბე­დუ­რე­ბას ვერ გა­უძ­ლო და ისიც გარ­და­იც­ვა­ლა. ოდეს­ღაც ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი, სულ გა­ნად­გურ­და. ცოცხა­ლი მხო­ლოდ ამ კა­ცის მე­უღ­ლე დარ­ჩა, მაგ­რამ რა­ღა ფა­სი ჰქონ­და მის სი­ცოცხ­ლეს?! ის სახ­ლი კი სულ და­ინ­გ­რა. დღეს იმ ად­გილ­ზე ქვე­ბის გრო­ვაა მხო­ლოდ. 

 

- სახ­ლის გა­ყიდ­ვა არ გიც­დი­ათ?

- ტე­რი­ტო­რი­აც დი­დია და ად­გი­ლიც კარ­გია, მაგ­რამ ამ ად­გი­ლის ამ­ბავს ვინც გა­ი­გებს, გა­უჩ­ნ­დე­ბა აქ ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი?.. ან რა ნა­მუ­სით შევ­თა­ვა­ზო სხვას აქ ცხოვ­რე­ბა და ამ ცოდ­ვის კი­სერ­ზე აღე­ბა?! ამას ვერ და­ვუშ­ვებ.

 

- გა­მო­სა­ვალს რა­ში ხე­დავთ?

- კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ნი­შაა, ეკ­ლე­სია აშენ­დე­ბა, თუნ­დაც მცი­რე ზო­მის. ეს იქ­ნე­ბო­და მოქ­მე­დი ეკ­ლე­სია, სა­დაც ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბა შეს­რულ­დე­ბო­და. ჩვე­ნი სახ­ლი კი უნ­და და­ინ­გ­რეს და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ცო­ტა მო­შო­რე­ბით, ახა­ლი აშენ­დეს ან კომ­პენ­სა­ცია მოგ­ვ­ცენ სახ­ლის შე­სა­ძე­ნად. რო­გორც ვი­ცი, ჩვე­ნი სახ­ლი ეკ­ლე­სი­ის კე­დელ­ზეა მი­შე­ნე­ბუ­ლი. ქვე­ბი, რი­თიც სახ­ლია აშე­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ჰგავს წმინ­და თევ­დო­რეს სა­ხე­ლო­ბის ნი­შის ქვებს. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, სახ­ლი დან­გ­რე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბით იყოს ნა­შე­ნი (ა­ლი­ზით არის აშე­ნე­ბუ­ლი). შე­საძ­ლოა, თვით სახ­ლიც მთლი­ა­ნად ეკ­ლე­სი­ის ნა­წი­ლი იყოს. კარ­გია, თუ ამ კე­თილ საქ­მეს სპონ­სო­რი გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა. დიდ მადლს იზამს: ეკ­ლე­სი­ა­საც აღად­გენს და ერთ გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­საც იხ­ს­ნის უნებ­ლიე ცოდ­ვის­გან.

 

- ამ სახ­ლ­ში ბედ­ნი­ე­რი არას­დ­როს ყო­ფილ­ხართ?

- ამ სახ­ლ­ში არა­ვის გა­უ­ხა­რია. ჩე­მი დე­დამ­თი­ლი, რო­დე­საც ამ ოჯახ­ში პირ­ვე­ლად შე­მო­ვი­და, თეთ­რებ­ში შე­მო­სი­ლი კა­ცი და­ე­სიზ­მ­რა, რო­მელ­მაც ეზო­ში ად­გი­ლი მო­ზო­მა და თქვა: აქე­დან აქამ­დე (ეკ­ლე­სი­ის ნი­ში და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა) ჩე­მი სა­კუთ­რე­ბაა, ნუ შე­ე­ხე­ბით, ამის იქით კი - ღმერ­თ­მა მშვი­დო­ბა­ში მო­გახ­მა­რო­თო... ძა­ლი­ან სათ­ნო და მორ­წ­მუ­ნე ქა­ლი იყო. ეკ­ლე­სი­ის ქვა­ზე ფე­ხის და­ბი­ჯე­ბას გვიკ­რ­ძა­ლავ­და. თუ შემ­თხ­ვე­ვით ვინ­მე და­ა­ბი­ჯებ­და, მო­ითხოვ­და, მის­თ­ვის სამ­ჯერ გვე­კოც­ნა და ამით და­ნა­შა­უ­ლი გა­მოგ­ვეს­ყი­და. ჩე­მი მე­უღ­ლე, ზა­ურ ცე­რა­ძე (9 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა) დი­დი მო­ქე­ი­ფე, ქა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი კა­ცი იყო, კარ­გა­დაც მღე­რო­და. მდი­ნა­რე მე­ჯუ­და­ში მა­გი­დას ჩად­გამ­და და წყალ­ში ქე­ი­ფობ­და ხოლ­მე. თა­ვის­ნათ­ქ­ვა­მა იყო და მბრძა­ნებ­ლო­ბა უყ­ვარ­და. მი­სი ყო­ვე­ლი კაპ­რი­ზი უნ­და შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. აბა, გაგ­ვე­ბე­და და არ დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დით!.. ან­და­მა­ტი­ვით იზი­დავ­და ქა­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც მიყ­ვარ­და და დღემ­დე მიყ­ვარს. ურ­წ­მუ­ნო კა­ცი იყო, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ათე­ის­ტი. თით­ქოს ეშ­მა­კი ჰყავ­და შე­ჩე­ნი­ლი. არც ჩვენს ეკ­ლე­სი­ას აგ­დებ­და რა­მედ. ეკ­ლე­სი­ის ქვა­ზე ფეხ­საც­მელს ისე გა­იწ­მენ­დ­და, თვალ­საც არ და­ა­ხამ­ხა­მებ­და. სა­ში­ნე­ლი სიკ­ვ­დი­ლით წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან. ტან­ჯ­ვა­ში ამოხ­და სუ­ლი. ალ­ბათ, რაც კი ამ­ქ­ვეყ­ნად მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბაა, ყვე­ლა მას შე­ე­ყა­რა: "შა­ქა­რი", ას­თ­მა, სახ­ს­რე­ბის ან­თე­ბა... მე­რე - ცი­რო­ზი და­ე­მარ­თა, მუ­ცელ­ში წყა­ლი ჩა­უდ­გა, ცი­ვი ოფ­ლი ას­ხამ­და და სულ ცახ­ცა­ხებ­და, ღა­მეს თეთ­რად ათე­ნებ­და. ძა­ლი­ან დიდ­ხანს იწ­ვა­ლა... ბო­ლოს კე­თი­ლი და მზრუნ­ვე­ლი გახ­და. ლუკ­მას პირ­ში ისე არ ჩა­ი­დებ­და, ჩემ­თ­ვის რომ არ გა­ე­ყო. სას­თუ­მალ­თან ღა­მე­ებს ვუ­თე­ნებ­დი, ვამ­შ­ვი­დებ­დი. ის კი პა­ტი­ე­ბას მთხოვ­და, ცრემ­ლე­ბი ღა­პა­ღუ­პით სდი­ო­და, მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ჩე­მი ღირ­სი არ იყო. სიკ­ვ­დი­ლის წინ მო­ი­ნა­ნია, მითხ­რა, შენ რომ გა­წა­მებ­დი, ამი­ტომ ვე­წა­მე­ბიო.

 

- ახ­ლა შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე გვი­ამ­ბეთ. პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი იყ­ვ­ნენ.

- ჩემ­თან მზი­ას შვი­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ: გე­დე­ვან გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი, 13 წლის და ლი­ზი გუ­გუ­ტიშ­ვი­ლი, 7 წლის. ბი­ჭი ბა­ზარ­ში და­დის პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად, ზამ­თარ­ში ყო­ველ­დღე სამ­ხერ­ხა­ო­დან ნა­ხერ­ხი მოჰ­ქონ­და და ასე გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ზამ­თა­რი. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია. ოთხ­ჯერ მა­თე­მა­ტი­კის, ერ­თხელ კი ინ­გ­ლი­სუ­რის ტურ­ში მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯ­ვე­ბა. ბევ­რი სი­გე­ლი აქვს მი­ღე­ბუ­ლი. წელს თბი­ლი­სის ვ. კო­მა­რო­ვის 199-ე ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჩა­ი­რიცხა. წარ­მა­ტე­ბებს თვი­თონ მი­აღ­წია, დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. ამას­თან ერ­თად, ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან ბევ­რი უც­ნა­უ­რო­ბაც სჭირთ: 4 წლი­დან ბიჭს გა­უჩ­ნ­და არა­საკ­ვე­ბი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი­ე­რე­ბის ჭა­მის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი. შე­უძ­ლია და­ლი­ოს ჭურ­ჭ­ლის სა­რეცხი სა­შუ­ა­ლე­ბა, ფრჩხი­ლის ლა­ქი, სა­ღე­ბა­ვი, შე­ჭა­მოს სა­პო­ნი, წიგ­ნის ყდა და ქა­ღალ­დის ფურ­ც­ლე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს "გუბ­კა" (ღრუ­ბე­ლი), ასე­ვე შე­უძ­ლია, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ჭა­მოს მა­რი­ლი და შა­ქა­რი - მუ­ჭე­ბით იყ­რის ხოლ­მე პირ­ში. ერ­თხელ სა­ვარ­ძე­ლი გა­მო­შიგ­ნა და "გუბ­კა" მთლი­ა­ნად შე­ჭა­მა, მე­რე ხის სა­ხე­ლუ­რე­ბი დაღ­რ­ღ­ნა. მახ­სოვს, სტუმ­რად ვი­ყა­ვით, სუფ­რას, რომ იტყ­ვი­ან, ჩი­ტის რძეც არ აკ­ლ­და. ბავ­შ­ვ­მა პი­რი არა­ფერს და­ა­კა­რა, სა­მა­გი­ე­როდ, სა­პირ­ფა­რე­შო­ში რომ შე­ვი­და, იქ სა­პო­ნი მი­ირ­თ­ვა. სულ ვუშ­ლით, ვუ­ჯავ­რ­დე­ბით. ისიც სა­კუ­თარ თავს ებ­რ­ძ­ვის, ცდი­ლობს, თა­ვი შე­ი­კა­ვოს. ძა­ლი­ან რომ მო­უნ­დე­ბა, სა­პონს გა­ლო­კავს და ამით ცო­ტას იკ­მა­ყო­ფი­ლებს უც­ნა­ურ მოთხოვ­ნას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ნიუ მის ორ­გა­ნიზმს არ ვნებს. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით ასეა. ექიმ­თა­ნაც გვყავ­და, ანა­ლი­ზი გა­ვუ­კე­თეთ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მი­სი ორ­გა­ნიზ­მი ბევ­რი აუცი­ლე­ბე­ლი ელე­მენ­ტის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის, სა­მი წლით ჩა­მორ­ჩე­ბა თა­ნა­ტო­ლებს ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მე­ო­რე­დაც დაგ­ვი­ბა­რეს ანა­ლი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო მის­ვ­ლა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. დარ­წუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პრობ­ლე­მე­ბი მოგ­ვარ­დე­ბა, ამ სახ­ლი­დან რომ გა­და­ვალთ. ვი­მე­დოვ­ნებ, გა­მოჩ­ნ­დე­ბი­ან კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩვენს გა­სა­ჭირს გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნენ. 

 

მა­მა კი­რი­ლე, გო­რის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი:

- უწინ, სა­დაც სა­საფ­ლაო იყო, იქ აუცი­ლებ­ლად ეკ­ლე­სი­აც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. სა­საფ­ლა­ომ­დე მიც­ვა­ლე­ბულს აუცი­ლებ­ლად მი­ა­ცი­ლებ­და მღვდე­ლი. ნა­საყ­დ­რალ­ზე ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს ბევრ პრობ­ლე­მას შე­უქ­მ­ნის, ოჯა­ხი ვერ გა­ი­ხა­რებს. ეკ­ლე­სი­ის შე­უ­რაცხ­ყო­ფის­თ­ვის სას­ჯე­ლი გარ­და­უ­ვა­ლია. ერ­თ­მა კაც­მა ეკ­ლე­სი­ის ჯვა­რი ჩა­მო­აგ­დო, ეპის­კო­პო­სის პა­ლა­ტი შე­უ­რაცხ­ყო... მთე­ლი მი­სი გვა­რი ამოწყ­და... ერ­თი ამ­ბა­ვიც მახ­სენ­დე­ბა: იყო უშ­ვი­ლო ოჯა­ხი. ცოლ-ქმარს მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე არ უჩ­ნ­დე­ბო­და შვი­ლი. მე­რე შე­იტყ­ვეს, რომ მათ სახ­ლ­ში ეკ­ლე­სი­ი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ქვა იყო. რო­გორც კი ქვა ეკ­ლე­სი­ა­ში და­აბ­რუ­ნეს, ქა­ლი, რო­მე­ლიც უკ­ვე მო­წი­ფულ ასაკ­ში იყო, და­ფეხ­მ­ძიმ­და. 

 

მა­მა გე­დე­ო­ნი, გო­რის ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მოძღ­ვა­რი: 

- ჩვენ­თ­ვის არა­ვის მო­უ­მარ­თავს. სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით გა­ვი­გე, რომ ერთ-ერ­თი სახ­ლის ეზო­ში არ­ქე­ო­ლო­გე­ბი სა­მარ­ხე­ბის გათხ­რას აპი­რებ­დ­ნენ. მა­შინ­ვე მი­ვე­დი იქ. თვით­ნე­ბუ­რად, წე­სე­ბის დაც­ვის გა­რე­შე საფ­ლა­ვე­ბის გათხ­რა მკრე­ხე­ლო­ბა და მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბის შე­უ­რაცხ­ყო­ფაა. ეს უდი­დე­სი ცოდ­ვაა, ისე­ვე, რო­გორც ნა­საყ­დ­რალ­ზე ცხოვ­რე­ბა. ამი­ტომ, მსგავ­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წა­მოწყე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს ნე­ბარ­თ­ვი­სა და კურ­თხე­ვის გა­რე­შე, და­უშ­ვე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ოჯახს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ საცხოვ­რე­ბელ ად­გილს შე­იც­ვ­ლის. ჩვენ, რო­გორც კი გვექ­ნე­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ შე­სა­ბა­მის კომ­პენ­სა­ცი­ას გა­მო­ვუ­ყოფთ. საცხოვ­რე­ბელ ეზო­ში არ­სე­ბუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ნან­გ­რე­ვე­ბი და სა­მარ­ხი სა­პატ­რი­არ­ქომ სა­კუ­თარ კონ­ტ­როლ­ზე აიყ­ვა­ნა. რო­გორც ჩანს, ეზოს მი­წა თიხ­ნა­რია, ამი­ტო­მაც წვი­მის შე­დე­გად მი­წის დო­ნემ თან­და­თან და­ი­წია და სა­მარ­ხე­ბი გა­მოჩ­ნ­და. 

 

P.S. ვი­საც ამ ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­და, შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დ­ნენ შემ­დეგ ნომ­რებ­ზე:

558-99-92-49; 598-53-49-76.

 

ელენე ხირსელი

ჟურნალი ”გზა”

 

 

29-08-2014, 17:14    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი