ადამიანებზე ჩატარებული ყველაზე სასტიკი ექსპერიმენტები

დროთა განმავლობაში ექსპერიმენტები, რომლებიც ეთიკას და ადამიანის ქცევას იკვლევდნენ, ჩარჩოებს გაცდნენ. არსებობს ექსპერიმენტები, რომდესაც თეთრ ხალათებში ჩაცმული ადამიანები ცოცხალი ხალხის გრძნობებით თამაშობენ.

 

ზოგ შემთხვევაში, ექსპერიმენტის ობიექტები პატიმრები, მონები და მეცნიერების ოჯახის წევრებიც კი ხდებიან. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი

 

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი 1971 წელს ამერიკელმა ფსიქოლომა ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა. ის იკვლევდა ადამიანის რეაქციას თავისუფლების შეზღუდვაზე, ციხის ცხოვრების პირობებში და აგრეთვე ადამიანის სოციალური როლის გამოვლენას ცდილობდა.

 

მან აარჩია 24 ბაკალავრიატის სტუდენტი, რომელთაც მყარი ფსიქიკა ქონდათ და მოათავსა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სარდაფში, სადაც ისინი გაანაწილა ციხის ზედამხედველებად და პატიმრებად. ყველანი ძალიან მალე შევიდნენ როლებში. ყოველ მესამე ”ციხის თანამშრომელს” სადისტური გადახრები აღენიშნა, ”პატიმრებმა” კი ფსიქოლოგიური და ზოგმა ფიზიკური ტრავმები მიიღეს.

 

”ზედამხედველებმა” ”პატიმრებში” გაავრცელეს ჭორი, რომ მათ შორის ინფორმატორი იმყოფებოდა, რამაც დიდი ძალადობა გამოიწვია. თავიდან ექსპერიმენტი იგეგმებოდა იმისთვის, რომ მონაწილეებს დახმარებოდა, თავიანთ საიდენტიფიკაციო ნომრებს მიჩვეოდნენ, მაგრამ შემდეგ ის წამებად გადაიქცა და მრავალი მონაწილე დაზარალდა როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად.

 

1973 წელს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ დაადასტურა, რომ ექსპერიმენტი ეთიკური ნორმების ფარგლებში ჩატარდა. შემდეგ წლებში ეს დასკვნა გადაიხედა და შეთანხმება გაფორმდა, რომ მსგავსი ექსპერიმენტი ადამიანებზე აღარასოდეს ჩატარებულიყო.

 

პროექტი 4.1

 

საიდუმლო სამედიცინო კვლევა, რომელიც ამერიკის მთავრობამ მარშალოს კუნძულის იმ მოსახლეებზე ჩაატარა, რომელთაც 1954 წელს ატომური ბომბის გამოცდის შემდეგ რადიაცია მიიღეს.

 

ამერიკელები არ ელოდნენ ასეთ ეფექტს რადიაციული დასხივებისგან: მუცლის მოშლა და მკვდარი ნაყოფი ფიქსირდებოდა ორსულ ქალებში, ხოლო ბავშვები, რომლებიც უვნებლად დაიბადენ, მალევე სიმსივნით გარდაიცვალენ.

 

პროექტი MKULTRA

 

ეს არის კოდური დასახელება საიდუმლო პროგრამის, რომლის მიზანიც გონების მანიპულაციის გზების გამონახვა იყო. თუმცა ექსპერიმენტის მონაწილეებმა არაფერი იცოდნენ ამ კვლევის შესახებ. მონაწილეებს რამდენიმე თვის განმავლობაში ქიმიურ ნივთიერებებს აძლევდნენ ან ელექტროშოკურ თერაპიას უტარებდნენ. ექსპერიმენტის მიზანი ისეთი მეთოდის შემუშავება იყო, რომელიც მეხსიერების წაშლას და სრულიად ახალი

 

 

პიროვნების შექმნას ისახავდა.

პროექტი ”ავერსია”

 

საიდუმლო პროგრამა 1970-დან 1989 წლებში ტარდებოდა. პროგრამის მიზანი იყო არმიიდან არაჰეტერონორმატიული ჯარისკაცების გაწმენდა. ამისთვის გამოიყენებოდა ნებისმიერი ხერხი, როგორც ძალადობრივი, ისე სამედიცინო: ელექტროშოკით მკურნალობიდან, ქიმიურ კასტრაციამდე.

 

მათ, ვინც ასეთ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა, შოკურ თერაპიაზე გზავნიდნენ, სადაც აიძულებდნენ ჰორმონალური პრეპარატების მიღებას და ზოგჯერ სქესის შეცვლასაც კი. ასეთ ”წმენდაში” 1000-ზე მეტი ჯარისკაცი მოყვა 16-დან 24 წლამდე.

 

საბჭოთა კავშირის ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია

 

სპეციალური სამეცნიერო დანაყოფი ტოქსიკური ნივთიერებების და შხამების კვლევით იყო დაკავებული. აქ მუშაობდნენ სპეციალური სამსახურები, რომლებიც საიდუმლო ოპერაციებს ახორციელებდნენ. შხამებს და ტოქსიკურ ხსნარებს იმ პატიმრებზე ცდიდნენ, რომელთაც ხანგრძლივი სასჯელი ჰქონდათ მოსახდელი.

 

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

 

21-08-2014, 10:28    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი