დარიალის ხეობაში ამ დროისთვის დაკარგულად ორი ადამიანი ითვლება

ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულად ორი ადამიანი მიიჩნევა. ორივე პირი ხეობაში არსებულ გვირაბში იმყოფებოდა. მათი ძებნის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც გვირაბამდე მისასვლელი გზის გაწმენდა მოხდება.

 

აღსანიშნავია, რომ წუხელ ოთხი დაკარგული პირის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ვინაიდან მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

 

ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, წუხანდელი სტიქიის შედეგად ყაზბეგი-ლარსის საბაჟო დატბორილია.

 

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაწმენდითი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყება.

"სტიქიის ზონაში მობილიზბეული არიან შესაბამისი სამსახურები - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს 

 

დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინიტრო და ფინანსთა სამინისტრო. სამწუხაროდ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საბაჟო დატბორილია და, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, გამთენიიდან დაიწყება სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები. ამ ოპერაციას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს", - განაცხადა ხადურმა.

 

დევდორაკის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად წუხელ ჩამოწვა.

დარიალში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

21-08-2014, 10:22    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი