ავტოავარიის შედეგად ჟურნალისტი ეკა კუპატაძე დაიღუპა

წნორი ლაგოდეხის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჟურნალისტი ეკა კუპატაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით ეკა კუპატაძე საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

 

„ავტოავარიის შედეგად მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული. სტაციონარში უკვე გარდაცვლილი შემოიყვანეს“, – აცხადებს არქიმედეს“ კლინიკის მენეჯერმა ნუკრი ყარალაშვილი.

 

ეკა კუპატაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიო „ჰერეთში“, ტელეკომპანია „გურჯაანში“ და სხვა საინფორმაციო საშუალებებში.

20-08-2014, 10:32    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი