დააყადაღებენ და გაყიდიან თუ არა სააკაშვილის ყვარლის სახლს?

"ვინც მიშას სახლს შეეხება, წყეულიმც იყოს. ის არც ქართველია და არც ადამიანი.

 

ამის გამკეთებელ–ბრძანების გამცემი პროცედურების ერთგული კი არა, ნაბიჭვარია"- ამ განცხადებას „ფეისბუქში“ საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ავრცელებს.

 

ოპოზიციონერის ასეთი ტიპის განცხადების გავრცელების შემდეგ პოლიტიკურ და მედია წრეებში, ასევე სოციალური ქსელის სხვადასხვა მომხმარებელში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის ყვარლის სახლის დაყადაღება-გაყიდვის საკითხი განიხილებოდეს. შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ მოსაზრებაა და ჯერ-ჯერობით აღნიშნულო საკითხზე ოფიციალური კომენტარი არავის გაუკეთებია.

20-08-2014, 10:18    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი