სასულიერო პირებსა და მრევლს განმუხურის ხიდზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ

სასულიერო პირებსა და მრევლს განმუხურის ხიდზე გადასვლის საშუალებას არ აძლევენ ანაკლიაში სასულიერო პირებსა და მრევლს განმუხურის ხიდზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

 

როგორც კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც "კაზანტიპის" ფესტივალის მოწინააღმდეგეებს ხიდზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. მათ გზა აქვთ გადაკეტილი. 

 

სასულიერო პირები და მრევლი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი.  სწორედ ხიდის იქით არის ტერიტორია, სადაც ”კაზანტიპი” ასევე უნდა გაიმართოს და იქ ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

სასულიერო პირებმა და მრველმა მსვლელობა ანაკლიიდან დაიწყს, სადაც ადგილობრივებს "კაზანტიპის" ფესტივალში მონაწილეობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს. 

მსვლელობის მონაწილეები ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით - "ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად", "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "კაზანტიპი გარყვნილებაა". 

მსვლელობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამარცხვინოა, როცა სახელმწიფო პროსტიტუციას უჭერს მხარს.

 

14-08-2014, 13:56    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი