ჩინეთის მთავრობა Apple-ის პროდუქციაზე უარს ამბობს

ჩინეთის მთავრობამ გააფართოვა იმ კომპანიების ნუსხა, რომლის პროდუქციის შეძენაც საჯარო სექტორში იკრძალება. სწორედ ამ ჩამონათვალში მოხვდა კორპორაცია Apple-ის 10 დასახელების პროდუქცია, მათ შორის iPad, iPad Mini, MacBook Air, MacBook Pro და სხვა.

 

უცხოური მედია წერს, რომ ჩინეთის მთავრობამ ამერიკული კორპორაცია „შავ სიაში" ჯერ კიდევ ივლისში შეიყვანა.

აღნიშნულის მიზეზი კი ჩინეთის მთავრობის ეჭვებია, Apple-ს პროდუქციის უსაფრთხოების შესახებ. ეს ყველაფერი კი გაგრძელებაა აშშ-სა და ჩინეთს შორის დაწყებული ჯაშუშური სკანდალისა. 

 

2014 წლის ივნისში, ჩინეთის სახელმწიფო სააგენტოებმა, მათ შორის People's Daily-მა და China Daily-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკული კომპანიები, ისეთები როგორიცაა Apple, Cisco Systems, Facebook, Google, Microsoft და Yahoo! საფრთხეს უქმნიან ჩინეთის კიბერუსაფრთხოებას.

7-08-2014, 11:17    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი