"ისეთი კეთილსურნელება აგდით, როგორც დედაჩემს ჰქონდა სიცოცხლეში" - ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითახვთ

წაიკითხეთ მეგობრებო, განსაკუთრებით მასწავლებლებო: სასწავლო წლის დასაწყიში, მეექვსე კლასის საკლასო დამრიგებელი ქალი იდგა თავის ყოფილი მეხუთეკლასელების წინ.

 

მან თვალი მოავლო მოწაფეებს და უთხრა, რომ ისინი ყველანი თანაბრად უყვარდა და მოხარული იყო, რომ კვლავ ერთად ხედავდა მათ. მაგრამ ეს იყო სიცრუა, რადგანაც, წინა მერხზე იჯდა მობუზული ბიჭი, რომელიც მასწავლებელ ქალს არ უყვარდა.

 

მან იგი სხვა ყველა დანარჩენ მოწაფეებთან ერთად გასულ სასწავლო წელს გაიცნო. მან ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნია, რომ ბიჭი არ თამაშობდა სხვა ბავშვებთან, ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ისეთი არასასიამოვნო სუნი ასდიოდა, თითქოს ტანი არასდროს დაებანა. თანდათან მასწავლებელს საერთოდ შესძულდა ეს ყმაწვილი. შესძულდა ისე, რომ უკვე მისი დანახვაც კი აღარ შეეძლო. ერთხელაც სასწავლო ნაწილის გამგემ თხოვა დამრიგებელს დაეწერა დახასიათება ყველა მის მოწაფეზე, დღიდან მათი სკოლაში შესვლისა.

 

როცა ჯერი საძულველ მოწაფეზე მიდგა, მასწავლებელი განცვიფრებაში ჩავარდა. ბიჭის პირველი კლასის მასწავლებელი წერდა: "ეს არის ბრწყინვალე ყმაწვილი, სხივმფენი ღიმილით. საშინაო დავალებებს ასრულებს სუფთად და პირნათლად. ერთი სიამოვნებაა იყო მის გვერდით". მეორე კლასის მასწავლებელი წერდა: "ეს არის არაჩვეულებრივი მოწაფე, რომელიც უყვართ თანაკლასელებს, მაგრამ მას აქვს ოჯახური პრობლემები: მისი დედა უკურნებელი სენით არის დაავადებული".

 

მესამე კლასის მასწავლებელი წერდა: "დედის სიკვდილმა საშინლად იმოქმედა ბიჭზე. იგი ყველანაირად ცდილობს, მაგრამ მისმა მამამ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა მის მიმართ და ამან კი, შეიძლება გამოუსწორებელად იმოქმედოს ბავშვის სწავლაზე და საერთოდ მის მომავალზე". მეოთხე კლასის მასწავლებელს ჩაეწერა:" ბიჭი თავის თავშია ჩაკეტილი, არ ავლენს ინტერესს სწავლისადმი, თითქმის არ ყავს მეგობრები და ხშირად პირდაპირ მერხზე იძინებს".

 

დახასიათებების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სირცხვილმა შეიპყრო. ეს სირცხვილის გრძნობა მასწავლებელს კიდევ უფრო გაუძლიერდა, როდესაც საახალწლო დღესასწაულზე მოწაფეებმა მას, სხვადასხვა ლამაზად შეფუთული საჩუქრები მიართვეს, მაშინ როცა არასაყვარელი მოწაფის საჩუქარი შეხვეული იყო ყავისფერ, უხეშ ქაღალდში. ზოგიერთმა მოწაფემ სიცილიც კი დაიწყო, როდესაც მასწავლებელმა ამ შეკვრისგან სამაჯური, რომელსაც რამდენიმე თვალი აკლდა და სუნამოს ნახევარად ცარიელი ფლაკონი ამოიღო.

 

მაგრამ მასწავლებელმა ბავშვებს სიცილი შეაწყვეტინა: — ო, რა მშვენიერი სამაჯურია! — და გახსნა რა ფლაკონი, ცოტაოდენი სუნამო მაჯაზე დაისხურა. იმ დღეს ბიჭი შეყოვნდა გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, მასწავლებელს მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა: — დღეს თქვენ, ისეთი კეთილსურნელება აგდით, როგორც დედაჩემს ჰქონდა სიცოცხლეში. როდესაც ბიჭი წავიდა, მასწავლებელი მწარედ აქვითინდა. ამ დღიდან მან უარი თქვა მხოლოდ ენა და ლიტერატურა აეხსნა მოსწავლეებისათვის და გადაწყვიტა ბავშვებისთვის ასევე სიკეთე, თანაგრძნობა და ურთიერთ სიყვარული ესწავლებინა.

 

30-07-2014, 03:15    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი