თუ წონაში დაკლება გსურთ- დიეტოლოგ ნატა გაგუას სუპერ რჩევები

2 ლიტრი წყალი აუცილებელი მინიმუმია ზრდასრული ადამიანისთვის. ყოველ დილით, უზმოზე რეკომენდირებულია 1 ჭიქა წყლის დალევა , დილის პროცედურების შემდეგ 30 წუთში საუზმის მიღება.

 

დაიმახსოვრეთ: წყალი დალიეთ საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე, საჭმელს წყალი არ დააყოლოთ, ჭამის შემდეგ წყალი 40 წუთზე ადრე არ მიიღოთ.

საკვების ბოლო მიღება უნდა მოხდეს დაძინებამდე 3-4 საათით ადრე.

განტვირთვის დღეები მოაწყვეთ კვირაში მხოლოდ ერთხელ.

საზუმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, არასოდეს გამოტოვოთ ის.

ხილი უმჯობესია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში.

სალათები მიირთვით არაჟნით, მაწვნით ან ზეთით , მაიონეზი კი ამოიღეთ ხმარებიდან.

მიირთვით მცირე ულუფებით. საკვების ერთჯერადი მიღება არ უნდა აღემატებოდეს 300 გრამს, მაგრამ 4-ჯერ დღეში , იკვებეთ ნელა.

მიირთვით ნაკლებ მარილიანი კერძები.

ნატურალური წვენი გააზავეთ წყლით (1:3).

დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ 2 პატარა ნატეხი შოკოლადი.

 

22-07-2014, 21:39    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი