ამერიკული Forbes-ი ჰონკონგელმა ინვესტორებმა იყიდეს

საინვესტიციო ჯგუფმა Integrated Whale Media Investments (IWM), რომლის სათაო ოფისი ჰონგ–კონგში მდებარეობს, Forbes Media LLC–ის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

 

ფორბსების ოჯახი კომპანიაში მნიშვნელოვან წილს შეინარჩუნებენ და გამოცემის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ, ამავდროულად სტივ ფორბსი ჟურნალის რედაქტორისა და Forbes Media LLC–ის პრეზიდენტის თანამდებობას შეინარჩუნებს.

გარიგების დეტალები არ ვრცელდება, თუმცა ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში Bloomberg-მა კომპანიის ღირებულება 400 მლნ აშშ დოლარად შეაფასა.

კომპანიაში ამბობენ, რომ კომპანიისთვის არსებობის მანძილზე 2013 წელი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული იყო. Forbes–ის, როგორც ბრენდის აუდიტორია დაახლოებით 75 მლნ ადამიანს ითვლის. 2006 წლიდან გამოცემის აქციების 45%-ის მფლობელი კომპანია Elevation Partner-ია, რაშიც მან 240 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება Integrated Whale Media Investments–ს, მასში შედისსაინვესტიციო კომპანია Asset Management (Asia) Limited (IAM), რომლის დამფუძნებელი ტაკ ჩენ იამია. მისი საქმიანობის სფერო ტექნოლოგიები, ფინანსები და ტელეკომუნიკაციებია. IWM–ის კიდევ ერთი ინვესტორისინგაპურელი მწარმოებელი, ASUSTek Computer Inc. ~–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი უეინ ქსია. კომპანია დედაპლატების წარმოების ბაზარზე ერთ–ერთი პირველია.

Forbes-ი აშშ-ში 1917 წლიდან გამოდის და ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბიზნეს გამოცემაა მსოფლიოში. ჟურნალი აქვყენებს ცნობილი ბრენდების, მილიარდერების, ცნობილი ადამიანების შემოსავლების რეიტინგებს.

Forbes-ის ლიცენზია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას აქვს და ლიცენზიის შესაბამისად, იგი რამდენიმე ენაზე გამოდის. 

 

(BPI) 

22-07-2014, 00:54    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი