სამტრედიის გამგეობაში კარლო კალაძის გარეშე დამლაგებელიც კი არ ინიშნება?!

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქართველოს ვიცე–პრემიერ და ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის მამის, კარლო კალაძის გარეშე დამლაგებელიც კი არ ინიშნება.

 

ამის შესახებ “ქუთაისითუდეის” პირად წყარომ აცნობა. ”კარლო კალაძის გარეშე რაიონში არაფერი არ ხდება, ყველამ იცის, რომ მაგის გარეშე დამლაგებელიც კი არ ინიშნება. სამსახურში ადამიანების მიღება სამსახურის უფროსებს კი არა, მაგას ეკითხება. რამდენიმე დღის წინ ქალაქის ქუჩაში, კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივთან თათბირი ჩაატარა და მასთან დაახლოებულ პირებს თანამდებობები ჩამოურიგა.

 

სამტრედიის გამგებელი კარლო კალაძეა, თუ ვალერიან ფოცხვერია, ამას კითხვნის ნიშნის ქვეშ ვტოვებ,”–განაცხადა წყარომ.

 

kutaisitoday

21-07-2014, 22:33    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი