BMW მუდმივად ახალგაზრდა ბრენდი

საავტომობილო წარმოებაში ერთ-ერთ ტრადიციულ ბრენდად BMW ითვლება. მისი წარმოების მთავარ ხაზს, მომხმარებლისთვის მუდმივი სიახლეების შეთავაზება წარმოადგენს.  

BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურდღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დაიწყო.

 

913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რეპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდაწვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ. 

1916 წელი: BMW გახდა პირველი ქარხანა ავიაცის თვითმფრინავების ძრავების.

 

1916 წელს კომპანია ხალი სახელი– ”ბაუერი შემოტორენ ვერკე” Bayerische Motoren Werke ეწოდა. 

 

1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა. რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. იმავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმა ექვსცილინდრიანი საავიაციო ძრავი – ”ტურ 3ა” შექმნა, შემდეგ კო ”მოტორ 4”, რომლითაც 1919  წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ფრენაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.

 

როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების წარმოება აიკრძალა 1923 წელს გაკოტრებისგან თავის გადასარჩენად მაქს ფრიცმა დაიწყო მოტოციკლეტების სერიული წარმოება. ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში ავტომობილების ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს ”ოსტინდიქსის” მარკით.

 

1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი ამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80კმ/სთ. პირველად BMW 303-ს დაუმონტაჟა და გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (ამელემენტით BMW დღესაც იწონებს თავს) და ამ მოდელის სიჩქარეიყო 90კმ/სთ. სპორტულიავტომობილებისრამდენიმომოდელისგამოშვებისშემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალიაიწყო.

 

1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველი ღირებული სპორტული ავტომობილი – ორადგილიანი როდსტერი 328.ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა რბოლა Mille Miglia-ში (მილემილია, ათასი მილის რბოლა) მონაწილეობისთვის. 

 

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.

 

1961 წელს შეიქმნა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1,5ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტმა თავისი გაიტანა და კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. ასე დაიწყო BMW-სმორიგი აღმავლობა.

 

BMW დღემდე აგრძელებს სიახლეების შეთავაზებას მისი მომხმარებლებისთვის, ის განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა ავტომოყვარულებში და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მანქანად ითვლება. 

 

გორიკა

18-02-2015, 14:23    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი