ლუკას ჩხარტიშვილის საქველმოქმედო მარათონის ორგანიზატორები მიმართავენ მთავრობას, რომ დიდხანს ლოდინს არ აპირებენ (ვიდეო)

7 ივნლის 12 წლის ლუკა ჩხარტიშვილის დასახმარებლად ოფიციალური საქველმოქმედო მარათონი დიწყო, ლუკას საზღვარგარეთ მკურნაობისთვის სოლიდური თანხა ესაჭიროება. 

 

მარათონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია და კლიპის პრეზენტაცია მოეწყო. 

 

ქველომოქმედების ორგანიზატორები მოხალისეთა გაერთიანებაა, მათი მხრიდან საუბარი შეეხებოდა: 

მარათონის ოფიციალურად დაწყებას და აქციების მასშტაბების გაფართოებას.

 

award.com.ge - ს ინფორმაციით აქციის ორგანიზატორები მთავრობისგან საქველმოქმედო პროექტების მიმართ მეტ ყურადღებას ითხოვენ. 

 

“ინტერნეტით უამრავმა მომხმარებელმა იხილა ლუკას შესახებ ინფორმაცია, მთავრობას და ბიზნესმენებსაც მივაწვდინეთ ხმა, მაგრამ ელიტარული დუმილი გულგრილობაში გადაიზარდა, პოლიტიკური ბატალიებისთვის უამრავი რესურსი იხარჯება, ლუკასნაირი გადაუდებელი ავადმყოფებისთვის კი არავის აქვს დრო და დახმარების სურვილი“. განმარტავს საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი ირმა კვაჭანტირაძე.

 

„კიდევ ერთხელ მივმართავთ იმ ადამიანებს ვისაც ლუკას დახმარება ხელეწიფება - დაეხმარონ ლუკას გამოჯანმრთელებაში!  ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, თუ ჩვენი მოთხოვნა უახლოეს პერიოდში არ დაკმაყოფილდება მივმართავთ სხვა ზომებს“ - აცხადებენ თანაორგანიზატორები ანი მაჩიტაძე და ნინო ბუდაღაშვილი.

 

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა და გლობალურ საქველმოქმედო პრობლემებზე ისაუბრა „არასაპარლაენტო ოპოზიციის“ ლიდერმა კახა კუკავამ, -  „ ჩემი აზრით მთავრობას ამ მიმართულებით მენეჯმენტში აქვს პრობლემა, ეს დაუყოვნებლივ მოსაწესრიგებელია“  განმარტავს კუკავა.

მან ლუკას ოჯახს საკოორდინაციო საკითხებში დახმარება აღუთქვა.

 

 

ლუკა ჩხარტიშვილის უმძიმესი დაავადებებია:

 

ტერფის ძვლის სიმსივნე

თირკმელების გაორება, ნალისებური თირკმელი, ანომალია

თავის ქალის თხემის ძვლის დეფორმაცია

ნაღვლისბუშტის დეფორმაცია

რეაქტიული პანკრიატიტი

ბავშვი კრიზისის დროს ვარდება კომაში, ეცემა წნევა და ტემპერატურა, ეშლება სხეულის ორგანოები.

 

საბედნიეროდ დროული მკურნალობის ფარგლებსი პროცესები შექცევადია!

 

 

საქვემოქმედო მარათონის ორგანიზატორები არიან მოხალისეთა გაერთიანება: 

ფონდი „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“

საქართველოს უნივერსიტეტის საქვემოქმედო კლუბი: Charity For People

ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია Ipromoters

Award - კონსალტინგი 

 

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 31 41 05 / 570 10 16 67/ 598 95 08 20

machitadze@list.ru info@award.com.ge award.com.ge

 

წყარო: award.com.ge

 

 

12-07-2014, 15:16    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი