12 წლის ლუკა ჩხარტიშვილის დასახმარებლად - ელიტარული დუმილი და უბრალო ადამიანების როლი ქველმოქმედებაში

12 წლის ლუკა ჩხარტიშვილის დასახმარებლად, მოხალისეთა  გაერთიანება „ერთად სიცოცხლის მხარდამხარ“  7 ივლის 5 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის მე - 3 კორპუსის საკონფერენციო დარბაზში აწყობს პრესკონფერენციას თემაზე:

 

 

ელიტარული დუმილი და უბრალო ადამიანების როლი ქველმოქმედებაში. ლუკა ჩხარტიშვილის საქველმოქმედო მარათონის რეზონანსი.

 

 

განხილული იქნება ასევე შემდეგი საკითხები:

 

რა გლობალური პრობლემის წინაშე დგას დღეს ერი და ნებისმიერი მოქალაქე?

რა რესურსი აქვს ქვეყანას და იყენებს თუ არა მას მსგავსი ავადმყოფების დასაფინანსებლად?

ეხმარება თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ავადმყოფებს უცხო ქვეყნის კლინიკებში კორესპოდენციის მოგვარებაში, თუ ამით კერძო ფირმები ითბობენ ხელს?

საკომუნიკაციო ქსელების დივიდენტები საქველმოქმედო ზარებით

ქველმოქმედება  და სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

 

ლუკა ჩხარტიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო მარათონი უკვე დაიწყო. გვსურს მივაწვდინოთ ხმა მათ ვისაც ლუკას უცხოეთში მკურნალობის დაფინანსება ხელეწიფება. 

 

 

ინტერნეტით 500 000 მეტმა ადამიანმა ნახა მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია, სრულიად საქართველომ  იხილა იგი კურიერის სიუჟეტში, ბევრი დაიწერა კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ უბრალო ადამიენების გარდა დახმარების ხელი ოჯახისთვის ჯერ არავის გაუწვდია. დღეისათვის ლუკას მდგომარეობა საკმაოდ მძმეა და ყოველი დღეს მისთვის ძვირფასია.

 

 

ეს ის დაავადებებია, რაც ლუკას საქართველოში დაუდგინდა:

ტერფის ძვლის სიმსივნე

თირკმელების გაორება, ნალისებური თირკმელი, ანომალია

თავის ქალის თხემის ძვლის დეფორმაცია

ნაღვლისბუშტის დეფორმაცია

რეაქტიული პანკრიატიტი

ბავშვი კრიზისის დროს ვარდება კომაში, ეცემა წნევა და ტემპერატურა, ეშლება სხეულის ორგანოები.

 

 

 

ლუკას ჯანმრთელობა ბეწვზე ჰკიდია, დრო არ ითმენს. პროცესები შექცევადია, ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ზუსტი დიაგნოსტიკა და მკუნალობა საზღვარგარეთ.

 

 

ლუკას ირგვლი გაერთიანდნენ სტუდენტები და მოხალისე ადამიანები, ისინი უანგაროდ აკეთებენ იმას, რაც მათ ძალებს აღემატება. მაგრამ ლუკას სიცოცხლის გადასარჩენად ეს არ არის საკმარისი. მოუწოდებთ მთავრობას და ბიზნესმენებს დაეხმარონ ლუკას!

 

 

პრესკონფერენციას დაეწრებიან, საქველმოქმედო ფონდების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

 

 

საქვემოქმედო მარათონის ორგანიზატორები არიან მოხალისეთა გაერთიანება: 

ფონდი „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“

საქართველოს უნივერსიტეტის საქვემოქმედო კლუბი: Charity For People

ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია Ipromoters

Award - კონსალტინგი 

 

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 570 10 16 67/ 598 95 08 20

machitadze@list.ru  / info@award.com.ge / award.com.ge

 

2-07-2014, 19:32    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი