კოკა - კოლას საიდუმლოება

CoCa Cola 1886 წლის 8 მაისს  მოყვარულმა ქიმიკოსმა  ჯონ სტიტ პემბერტონმა  შექმნა ქალაქ ატლანტაში აკუთარი სახლის უკანა ეზოში.  კონსფედერაციის დამარცხების შემდეგ ყოფილი კავალერისტი უმიშევარი დარჩა და ცდილობდათავის სარჩენად რამე მოეფიქრებინა. ახალგაზრდობიდან ქიმიით გატაცებულმა პემბერტონმა ატლანტაში ფარმაცევტული კომპანია გახსნა. 

მასვე ეკუთვნის კოკა კოლას რეცეპტიც, რომელიც წარმოადგენს კოკის ფოთლების და ტროპიკული ხის კოლის ნაყოფის ნახარშს წარმოადგენს. სახელი და ლოგო კომპანიის ბუღალტერს ფრენკ რობინსონს ეკუთვნის. 

პემბერტონის თქმით ეს პრეპარატი ყველა სახის ნერვულ აშლილობას შველოდა და იგი გასაყიდადაფთიაქში მიიტანა, პირველი პირცია იმავე დღეს 5 ცენტად გაიყიდა. ცოტა ხანში სიროფში გაზიანი სასმელი შეურიეს და დღეში საშუალოდ 5 ჭიქა იყიდებოდა, პირველი წლის მანძილზე გაყიდვებმა დღეში 10 ჭიქა შეადგინა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ირლანდიელი ემიგრანტი  აზა კენდლერი,  ჯონ პემბერტონის ქვრივისგან 2300 დოლარად კოკაკოლას რეცეპტს ყიდულობს და 1893 წლის 31 იანვარს აფუძნებს კომპანიას  "The Coca-Cola Company" საწყისი კაპიტალი 100 000 დოლარს შეადგენდა ოფიციალურად არეგისტრირებს მის სავაჭრო ნიშანს, რომელიც გამოიყებებოდა 1886 წლიდან.  

მართალია,  კოკა კოლა როგორც სასმელი ჯონ პემბერტონმა შექმნა, მაგრამ კომპანიის წარმატება მთლიანად აზა კენდლერის დამსახურებაა. 

იმავე წელს გადახდილი იქნა კომპანიის აქციების პირველი დივიდენდები (20 დოლარი აქციაში). იქიდან მოყოლებული კომპანია ყოველ წელს თავის აქციონერებს უხდის დივიდენდებს.

აზა კენდლერი იწყებს კოკა კოლას სარეკლამო კომპანიას, აზა იყენებს მაშინდელი დროისათვის ახალ სარეკლამო ფორმებს. იგი იწყებს ფოსტის საშუალებით კოკა კოლის უფასო პორციების მიღებაზე კუპონების და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირების დაგზავნას.

ამ სუვენირების აქციას კომპანიისთვის დიდი პოპულარობა მოაქვს. სასმელი ხდება ძალიან მოდური, კომპანიის ლოგო კი ცნობადი ყველასათვის. იგი იბეჭდება მოდური ჟურნალების გარეკანებზე, უზარმაზარ პლაკატებზე და ა.შ.

1894 წელს იხსნება სიროფის წარმოების მეორე ქარხანა ტეხასის შტატში. ამავე წელს ქალაქ ვიკსბურგის ერთ–ერთმა მაღაზიის მფლობელი სიმარტივისთვის იწყებს კოკა კოლის ბოთლებში ჩამოსხმას და ამ ფორმით გაყიდვას. ხუთი წლის შემდეგ კი ორი მწარმოებელი ბენჟამინ ტომასი და ჯოზეფ უაიტხედი კენდლერისგან ღებულობს სასმელის ბოთლებში ჩამოსხმისა და გაყიდვის ექსკლუზიური უფლებას ამერიკის მთელ ტერიტორიაზე. აიზა კენდლერი ვერ ხედავდა დიდ მოგებას ბოთლებით გაყიდვაში და ამიტომ თმობს ამ ექსკლუზივს სიმბოლურ ფასად – 1 დოლარად. ცოტა წინსწრებით აღვნიშნავთ, რომ ბოთლებში ჩამოსხმული კოკა კოლის გაყიდვის მოგებამ მხოლოდ 1928 წელს გადააჭარბა ჩამოსასხმელი კოკა კოლის მოგებას.

მე-20 საუკუნის დასაწყისში კოკა კოლის ქარხნების რაოდენობა 20ს აჭარბებდა. 

1902 წელს ბაზარზე ჩნდება ახალი კონკუტენტი კომპანია პეპსი კოლა (Pepsi-Cola).

1906 წელს კოკა-კოლა გადის კუბის და პანამის ბაზარზე.

ყალბი სასმელის დამამზადებლებთან  საბრძოლველად კომპანია 1915 წელს ქმნის ცნობილ კონტურულ ბოთლს. მის დიზაინი იქმნება ინდიანას შტატში. 1977 წელს კონტურული ბოთლი რეგისტრირდება, როგორც კოკა კოლის ერთ–ერთი სავაჭრო ნიშანი.

19019 წელს აზა კენდლერი ჰყიდის კომპანის ერნესტ ბუდრაფს – ბანკირს ატლანტიდან 25 მილიონ დოლარად.

1923 წელს კომპანიის სათავეში დგება ერნასტის შვილი – რობერტ ბუდრაფტი, რომელიც თანამდებობაზე რჩება 60 წლის განმვლობაში. იგი ქმნის კორპორაცია კოკა კოლას. იქმნება კოკა კოლის გაყიდვის ერთიანი სტანდარტები.

1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკის ნაკრებს ჩააქვს 1000 ყუთი (ყუთში იყო 6 ბოთლი) კოკა კოლა.

ამის შემდეგ კოკა კოლა ხდება ოლიმპიური და სხვა საერთაშორისო სპორტული თამაშების სისტემატიური სპონსორი.

1931 წელს კომპანია ამერიკელ მხატვარს ჰადონ სუნდბლომს უკვეთავს თეთრ–წითელი ფერის სანტა კლაუსის კოსტუმის დიზაინის (მანამდე სანტა კლაუსი იცვამდა სხვადასხვა ფერის და ფორმის ტანისამოსს). მხატვარი ბევრი ფიქრის შემდეგ სანტას სახესხატავს თავისი ავტოპორტრეტის სახით.

1960 წელს იწყება სასმელის ქილებში ჩამოსხმა, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ არმიისათვის. 1977 წლიდან კი იწყება კოკა კოლის 2 ლიტრიანი პლასტიკური ბოთლებით გამოშვება.

1979 წელს კომპანიის სათავეში მოდის რობერტო გოზუეტა.

1982 წელს გამოდის კოკა კოლის ახალი სასმელი Diet Coke, რომელიც შაქრის მაგივრად შეიცავს შემცვლელს და არის ნაკლებად კალორიული.

დღევანდელ დღეს კოკა კოლა არის მთელს მსოფლიოში ცნობადი მარკა. იგი იყიდება თითქმის 200 ქვეყანაში. ერთი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში იყიდება საშუალოდ 1 მილიარდი ბოთლი კოკა კოლა.

 

9-09-2014, 14:03    

გაკმაყოფილებთ თუ არა პიარ მენეჯერების დონე?

კი
არა
არ ვიცი