ჩოხატაურში ნაპოვნი ბალონიდან დაუდგენელმა ნივთიერებამ გაჟონა (video)

ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ადგილობრივმა მოსახლეობამ ბალონი იპოვა, საიდანაც დაუდგენელმა ნივთიერებამ გაჟონა. როგორც გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა

 

იმ ადგილზე, სადაც ბალონი იყო მოთავსებული, ხეები გახმა და ადამიანებს გულის რევის შეგრძნება ჰქონდათ. უცნობი ნივთიერების გაჟონვის გამო იქ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს მისი უწყება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სწავლობს. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და შსს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩართულები არიან და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

„ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი საგანგაშო ვითარებაა. ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენი სამინისტრო უკვე ჩართულები არიან და მუშაობენ, დეტალებს შემდეგში მოგახსენებთ“,- განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

 

28-06-2014, 17:00    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი