სევდია უგრეხელიძის შესაძლო სევდიანი შედეგი

დედაქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო - ტელეანძა მერიის გადაწყვეტილებით ჩაბნელდა. რამდენიმე თვის წინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა ჩაბნელდა, რეზიდენციის ჩაბნელების მიზეზი მთავრობის მიერ კომუნალური ხარჯების შეკვეცაზე პროტესტი გახდა. 

სევდია უგრეხელიძის მიერ წამოყენებული ერთგვარი ულტიმატუმი მიუღებელია თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიათვის - "თბილისის მერია საკრებულოსთან ურთიერთობისას პროვოკაციისა და საბოტაჟის გზას ირჩევს. მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტი საკრებულოსთვის მიუღებელი იმიტომ გახდა, რომ პროექტი სახსრების გაფლანგვისა და გაუმჭვირვალედ ხარჯვის მაღალ რისკებს შეიცავდა და პრიორიტეტებზე თანხების არასწორად იყო გადანაწილებული".

თბილისის მერიის მიერ სატელევიზიო ანძის განათების გათიშვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავრობა.

ანძის განათება პირდაპირ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოებას. ამიტომ, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს სერიოზულ საფრთხეს საჰაერო ნავიგაციისთვის და მოქალაქეების უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება სატელევიზიო ანძისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად,"- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

22-01-2014, 00:34    

მიმდინარეობს თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა?

კი
არა
არვიცი